ღიმილის მომგვრელიც კი არ არის ეს ყველაფერი, როდესაც მარგველაშვილი საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს ის, მერე სააკაშვილი და იქ დახვდეს ქალბატონი სალომე ეს ტრაგიკომიკური განცხადება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სხვა რამე თქვა და არა ის, რაც თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

„რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს აქვს უფლება მაქსიმუმი სცადოს იმისათვის, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია, თუმცა ბუნებრივია რესურსები არის ამომწურავი და ყველაფრის რესურსი არცერთ ადამიანს და მათ შორის პრეზიდენტსაც არ აქვს.

ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტს გავყვეთ ყველა მცდელობაში, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებასთან, მაგრამ უნდა ვნახოთ რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს ეს მცდელობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Leave a Reply