თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება. ამასთან დაკავშირებით მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

“ეს არის 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსები. შემდეგ უკვე მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე, რვამეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად მოგვარდება.

მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსები შემოვა და მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება”, – თქვა კალაძემ.

Leave a Reply