თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესის   პარალელურად, სასამართლოს ეზოში ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან შეკრებილი და საქმეზე ბრალდებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

ნიკა მელია

“რიგითი მოქალაქე ვარ აქ, თანამებრძოლი იმ ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისა, რომელიც ებრძვის რეჟიმს. ებრძვის იმიტომ კი არა, რომ რეჟიმი ჩაანაცვლოს, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლება მოიპოვოს. თუ ვინმე ებრძვის, ებრძვის ამ ადამიანებს. ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლება, რეჟიმის სახით ძალიან მოწადინებულია რა თქმა უნდა, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავოს, ამ თამაშში ისინი შევიდნენ წლების წინ, მაგრამ ვერ გაბედავენ ამ ყველაფერს. მათ ძალიან უნდათ, მაგრამ ამისი თავი არ აქვთ. მართლაც აქვს რაღაცას საზღვარი, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, ეს უკვე ზედმეტია. ბატონ ივანიშვილს ეს ძალიან უნდა, მაგრამ ვერ გააკეთებს. ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ, ვერც ბადრი ჯაფარიძეს და ვერც წერეთლების ოჯახს შეეხებიან”

 

Leave a Reply