მარიამ შიოლაშვილი

შშმ პირებს გარემოსთან ადაპტაცია ძალიან უჭირდათ წლების წინ, დღეს კი სიტუაცია და მიდგომები შეიცვალა, რაშიც დიდი როლი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეასრულეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც  ზრუნავენ და ეხმარებიან შშმ პირებს სხვადასხვა პრობლემების დაძლევაში.

დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის სულისჩამდგმელს გაგაცნობთ.

ჩვენი რუბრიკის სტუმარია სიღნაღის ,,,შშმ პირთა მშობელთა კავშირის დამფუძნებელი“  ნიკა ჯავაშვილი.

-ნიკა, გვითხარით უშუალოდ რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

-დიახ, ჩვენი ორგანიაზია არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კუთხით, ვინც ვმუშაობთ საზოგადოების ჩართულობაზე, მშობლების გაძლიერებაზე და მათ დასაქმებაზე. ეს ყველაფერი დაიწყო  2017 წლიდან, 21 მარტი იყო მახსოვს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე და მივხვდი რომ ეს ის სფერო იქნებოდა, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი.

-რამდენად რთული იყო თქვენთვის ამ საქმიანობის დაწყება?

-როდესაც ამ ორგანიზაციის შექმნას ვიწყებდით,გარკვეული დროით ვცხოვრობდით შშმ პირების გვერდით, ბევრი წინააღმდეგობები გვქონდა, თუნდაც სახელმწიფოსთან ურათიერთობა შშმ პირების კუთხით,რთული ქცევების მართვა, რომელიც რთულია ფსიქოლოგიურად. მე პირადად ერთხელ ისიც ვიფიქრე დამენებებინა თავი და წავსულიყავი, თუმცა მქონდა საქმის  დიდი სურვილი, დავისახე მიზანი და ყველაფერი გამოვიდა.

-მარტო აკეთებთ ამ ყველაფერს?

-არა, მარტო არა, მარტო ვერაფერს შევძლებდი, რომ არა თამთა კუსრაშვილი, რომელიც ამ ადამიანებისთვის შეუძლებელს აკეთებს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გვყავს კიდევ თანამოაზრეები. მხოლოდ ერთადაა შესაძლებელი ყველა ბარიერის გადალახვა.

-სახელმწიფო თუ არის ჩართული  შშმ  პირების დასახმარებლად?

-იცით, რომ გითხრათ რომ სახელმწიფო ჩართულია ამ კუთხით, ტყუილი იქნება, სიღნაღის მუნიციპალიტეტში არც გამგეობა არაა ჩართული, იმედი მაქვს რომ როდესაც შეხვდებიან უფრო ახლოს  და გაესაუბრებიან შშმ პირებს, მათ მშობლებს, დაიანახავენ იმის საჭიროებას რომ სახელწიფოსგან გვერდში დგომა სჭირდებათ.

 –ამბობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის დახმარება, ვისი მეშვეობით ფინანსდებით?

-გრანტებით სარგებლობს არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად,  სამი დღის წინათ დაგვაფინანსა პოლონეთის საელჩომ, ამის საშუალებით, შევიძინეთ ხის დანადგარები,ვდგავთ ჯიხურს  სიღნაღში, სადაც გაიყიდება ჩვენი გაკეთებული ხელნაკეთი ნივთები, გვექნება ყავა, ჩურჩხელა და ამ ადგილას  დასაქმდება კიდევ ერთი შშმ პირი.

როგორია საზოგადოების დამოკიდებულება შშმ პირებთან?

-სამი წლის წინ, თვითონ მშობლებიც არ აღიარებდნენ რომ სახლში შშმ პირები ჰყავდათ, მალავდნენ და რაღაც სტერეოტიპები ჰქონდათ, ეს რა თქმა უნდა დღემდე არის და ვცდილობთ რომ,საზოგადოების ჩართულობა უფრო მეტი იყოს და საინტერესოც. მაგალითად 2017 წელს უფრო რთულად იყო სიტუაცია, 2018 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკვე ვიცოდით ყველა შშმ პირების მისამართი, მათი ბაზირება გავაკეთეთ და კარებს როდესაც გვიხსნიდნენ მათი მშობლები სადაც ვიცოდით რომ შშმ პირები ცხოვრობდნენ , მშობელი კარს გვიხურავდა და გვეუბნებოდა რომ არ ჰყავდა შშმ შვილი, ან ოჯახის წევრი. იმ პერიოდში უკვე ვინც კარები დაგვიხურა შემდეგში დაგვიკავშირდა და გვითხრეს რომ სჭირდებოდატ ჩვენი დამხარება. ასე გავიზარდეთ ნელ-ნელა,ვცდილობთ რომ უფრო მასშტაბური გახდეს და ახალგაზრდების მეტი ჩართულობით შეიცვალოს სიტუაცია.

-საინტერესოა რას იტყვით,  დღევანდელ პირობებში მათ დასაქმებაზე?

-მარტივი ნამდვილად არ არის მათი დასააქმება, ვისაც აქვს თავისი ბიზნესი, რთულად ეჩვენებათ ეს პროცესი, ამბობენ რომ შშმ პირია და როგორ უნდა დასაქმდესო. ყველაზე რთულია 18 წელს ზემოთ შშმ პირის დასაქმება რადგან არ იციან რა გააკეთონ, ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია ხელს უწყობს და სთავაზობს სხვადასხვა სემინარებს, თიხაზე მუშაობას , ხეზე მუშოაბას, რაც ერთგვარი თერაპიაც არის მათთვის,ჩვენი ამ შეთავაზებებიდან ყველაზე მეტად მოეწონათ ხესთან მუშაობა, რომელიც კარგად გამოსდით და მუშაობენ. ვართ სტარტაპი სოციალური მეწარმეობის, სადაც 5 შშმ პირი 18 წელს ზემოთ და ხუთი მშობელი სისტემატიურად არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში.

– რა მთავარი თვისებებია საჭირო თქვენს საქმიანობაში?

-მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, იმიტო რომ გუნდურად უნდა იმუშაო არასამთავრობო სექტორში ,მიზანდასახულობა და უნდა გქონდეს ძლიერი ფსიქოლოგია, რომ არ დანებდე მარტივად.

-რა ზეგავლენა მოახდინა თქვენს სფეროში  COVID-19-მა?

-როგორც ყველასთან, ჩვენც შეგვიშალა ხელი COVID-19-მა მოგვაკლო პირადი შეხვედრები საზოგადოებასთან, გადავედით ონლაინზე, ჩვენთვის და შშმ პირებისთვის ასეთი სახის  კომუნიკაცია ძალიან რთულია, როდესაც ფიქრობ მის განვითარებაზე, გაზრდაზე, მის საზოგადოებაში ჩრთულობაზე. რაც შეეხება ვაქცინაციას, ამჟამად ჩვენ ყველა ვაქცინირებულები ვართ როგორც თანამშრომლები ასევე შშმ პირების მშობლები. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა ვაკეთებდით ღონისძიებებს, ვწერდით პროექტებს, მათ სახლში მიგვქონდა განმავიტარებებელი რესურსები სადაც მშობელიც იყო ჩართული. თუმცა კოვიდის დიდი ზეგავლენა ძალიან დიდია როგორც ჩვენთვის ასევე მსოფლიო მასშტაბით.

 –რას ურჩევდით  იმ ადამიანებს, ვინც გეგმავს ამ სპეციალობით მუშაობას?

-ვურჩევდი იმას რომ,  არ ჰქონდეთ შშმ პირების მიმართ  შეცოდების განცდა, რაიმე დახმარება თუ სჭირდებათ შესთავაზონ, იქნებ არ უნდა იმ ადამიანს დახმარება, იფიქრონ ისე რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. გარემო უნდა მოერგოს ადამიანს, და არა ადამიანი გარემოს.

-სამომავლო გეგმები როგორია?

მიზანი არის ის რომ, გვქონდეს სამომავლოდ ჩვენი  დიდი სივრცე, სადაც არა მხოლოდ ხუთი შშმ პირი იქნება დასაქმებული, არამედ გაიზარდოს დასაქმებულთა რიცხვი და შედგეს როგორც სოციალური საწარმო.

-წარმატებას გისურვებთ და იმედია შემდეგი შეხვედრის დრო უფრო მეტი მხარდამჭერი გეყოლებათ და ნამდვილად მიაღწევთ დასახულ მიზანს.

 

 

 

 

Leave a Reply