თამარ ჯამარიშვილი

მსოფლიოში არის ერები და ენები, რომლებსაც გაქრობა ემუქრებათ ,ზოგჯერ ეს ფაქტი გარდაუვალია, ზოგჯერ კი შესაძლებელია ხავსს მოვეჭიდოთ და თითო აგური დავაშენოთ ენების დასახმარებლად და გადასარჩენად.

მიუხედავად იმის რომ მსოფლიოში ძალიან ბევრმა იცის წოვათუშური ენის შესახებ , საქართველოში არ იციან, რომ ენა, რომელიც გაქრობის წინაშეა, უნიკალურია . მე თავად წოვათუში ვარ , მახსოვს ჩვენთან მოდიოდა იაპონელი , ამერიკელი და სხვა უცხოელი, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ესწავლათ ენა.

ენასთან ერთად გაქრობა ემუქრება ამ კუთხისთვის დამხასიათებელ ფოლკლორსაც, რომელსაც მე, როგორც ამ საქმეში კარგად ჩახედული პირდაპირ გეტყვით “სულს უბერავენ” ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩვენამდე მოიტანონ ეს საგანძური.

ამ პრობლემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით მუსიკალური ანსამბლის „წოვათის” ერთ-ერთ წევრს ციცინო დინგაშვილს .


-ქალბატონო ციცინო, რა ასაკიდან დაიწყეთ სიმღერა და ვინ გასწავლათ ?

-დედაჩემმა იცოდა გარმონის  დაკვრა  და ძალიან პატარა ასაკიდან მომიწია მეც შესწავლა,მუდამ მესმოდა გარმონის ლამაზი მელოდიები და ამ ნიჭმაც ჩემში მალე გაიღვიძა ,დაახლოებით 10 წლის ვიყავი როცა დავიწყე დაკვრა და შესაბამისად ავმღერდი.

-თუ გახსოვთ, ვინ იყო თქვენი პირველი მსმენელი?

-პირველად დედამ მომისმინა, შემდეგ კლასელებს ვუმღერე და მას მერე ვმღერი , ვერ წარმომიდგენია სიმღერის გარეშე ჩემი თუნდაც ერთი დღე,ოჯახური საქმიანობა ან ბაღში მუშაობა .

-როდის შეიქმნა თქვეი ანსამბლი და ვინ იყო ხელმძღვანელი ?

-წლების წინ დაგვიკავშირდა ქალბატონი ბელა შავხელიშვილი,რომელმაც პირველად მოახერხა ჩვენი გაერთიანება და ჩამოყალიბება როგორც ანსამბლის ,მაშინ 5 წევრისგან შედგებოდა ჩვენი გუნდი ,უამრავ ღონისძიებაში მიგვიღია მონაწილეობა და აქტიურად ვიყავით ჩართული ამათუიმ ფესტივალში, მაშინ, წლების წინ, ანსამბლი აქტიურად მუშაობდა,

მახსოვს როცა აფიშა გამოაკრეს , ეწერა ანსამბლი „წოვათა „ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვუკრავდით და ვმღეროდით ,ბევრი თუში მოვიდა ჩვენს  მოსასმენად, თბილისში ხშირად ვმართავდით კონცერტებს ,მას მერე დიდი დრო გავიდა“,  ორი  წევრი ემიგრაციაშია, დავრჩით სამნი და ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს .

-რამდენად რთულია  წოვათუშურ ენაზე  სიმღერის შესრულება ?

-ჩვენთვის საბედნიეროდ მარტივია, იმიტომ, რომ სამივე ანსამბლის წევრი წოვათუშები ვართ ,ენა კარგად ვიცით და მარტივად ვითვისებთ ,ნებისმერ ტექსტს,თუმცა მომავალი თაობისთვის უკვე რთული იქნება, ვინაიდან სამწუხაროდ ბევრმა უკვე ენა და გრამატიკა არ იცის , ამიტომ რთულია მათთვის ახლიდან შესწავლა.  ენა რომ იცი, სიმღერა რთული აღარ არის.

-გყავთ თუ არა მოსწავლეები,რამდენად დიდია სურვილი შეისწავლონ ამ ენაზე სიმღერა ?

-ახლა მხოლოდ ორი მოსწავლე გვყავს ,ძალიან კარგად მღერიან წოურად , (კაიანები არიან) ბებიის გენებიდან მოდის ალბათ ეს ნიჭი ,მიუხედავად იმის, რომ ენას ვერ ფლობენ შესაბამისად კარგად უკრავენ და  მღერიან.

-რა სჭირდება ახლა ,ანსამბლს ჩვეული რიტმი რომ დაიბრუნოს?

-ანსამბლს სჭირდება აქტურად მუშაობა ,რადგან ენა, რომელზეც ჩვენ ვმღერით, არის უნიკალური და გაქრობის წინაშე,რადგან ფაქტიურად მხოლოდ ჩვენი თაობაღა მღერის, ისიც ზოგი მხოლოდ სახლში, თავისთვის… ,ახალი თაობის აღზრდაა საჭირო და წოვათუშურად ამღერება ,თუნდაც სამოყვარულო დონეზე, რომ ენა გადავარჩინოთ!

-სად იკრიბებით ხოლმე , სად გაქვთ რეპეტიციები?

-ერთი ოთახი დაგვითმეს და იქ ვხვდებოდით როცა არ ციოდა ,ვინაიდან იქ არანაირი პირობა არაა შექმნილი რომ თუნდაც ერთი საათი ვიყოთ, რადგან გაუსაძლისად ცივა და შეუძლებელია ამ პირობებში მუშაობა ,ახლა გადავწყვიტეთ ,საკუთარ სახლებში მონაცვლეობით ვიაროთ და ჩვენ თავად შევიქმნათ პირობები, რადგან მშობლიური ენა და კულტურა შემოვუნახოთ მომავალ თაობებს .

„განა რას ვითხოვთ ? მხოლოდ კულტურის სამინისტროდან  არის საჭირო ,კეთილი ნება რომ მათაც ჩვენნაირად გაითავისონ საქმის სიმძაფრე და სიმძიმე! 

.ადგილობრივი მთავრობა რითაც შეუძლია გვეხმარება, თუმცა, სამწუხაროდ ეს  არაა საკმარისი.აუცილებელია შეიქმნას ოქროს ფონდი ,რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა ,როგორც უნიკალური ისტორიის ,ცოცხალი მოწმე.

 

 

Leave a Reply