იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტთან, სალომე ტეტუნაშვილთან ოჯახმა კონტაქტი 22 იანვარს დაკარგა. ბოლოს ინინი ალომეს 22 იანვარს, 16;00 საათზე ესაუბრნენ. ამის შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელი გხდა.

დაკარგულ ემიგრანტთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, იტალიის ქალაქ ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

“ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქალაქ რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply