მარიამ რევაზიშვილი

საქართველოში 2013 წლიდან მოყოლებული ტარდება წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის)გაზეთ“ივერიის“სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია-„ივერია“,რომელიც ხორციელდება სრულიად საქართველოს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.პროექტს ახორციელებს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“, რომლის პარტნიორია „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“.

ტელეკომპანია ახალი ფესტივალის ორგანიზატორს, ნუგზარ ჭიაბერაშვილს გაესაუბრა.

ბატონო ნუგზარ, წელს სად ტარდება ფესტივალი და როდის?

-პრემია „ივერია“ გაიმართება ყვარელში, ილიას მშობლიურ მიწაზე. ფესტივალის გალა დაჯილდოება წელს პირველად იმართება ყვარელში და ეს ჩვენთვის და ყველა ჩვენგანისთვის დიდი პატივია.დაჯილდოება ტრადიციულად 3 მარტს გაიმართება, რადგან პრემია ივერია ერთგვარად ილიასეული გაზეთ „ივერიის“ სახელსაც ატარებს და ეს თარიღია  ზუსტად ამ დიდებული გაზეთის დაბადების დღე.

-ვინ არიან მონაწილეები?

-მონაწილეები ათი ქვეყნის საუკეთესო მწერლები და შემოქმედები არიან.საერთაშორისო პრემიისთვის ეს უკვე დიდი წარმატებაა, კარგია, როცა ამ პრემიით უცხო ქვეყნები ინტერესდებიან.

თქვენ ახსენეთ უცხოელი მოქალაქეები, კონკრეტულად რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი და ასევე რა ტიპის შემოთავაზებები გაქვთ უცხოეთიდან,ვინაიდან თქვენი პრემია საერთაშორისოა.

ეს არის მეზობელი სახემწიფოები:თურქეთი,სომხეთი,აზერბაიჯანი,უკრაინა.ასევე სტუმრად გვეყოლება ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც: იტალია, საბერძნეთი, ლიეტვუა, პოლონეთი,რუმინეთი.რაც შეეხება შემოთავაზებებს,გასულ წელს უკრაინისგან გვქონდა მსგავსი ტიპის მოწვევა ვენეციაში.  იყო პრეცენდენტი და ამის მერე გამოთქვა სურვილი სხვა ბევრმა სახელმწიფომ.წელს სულ მცირე სამი ქვეყნისგან ველოდებით მოწვევას.

-ჟიურზე რას გვეტყვით?

-ჟიურის ობიექტურობა გარანტირებულია ისევე,როგორც  სხვა წლებში.მათი რაოდენობა იქნება ხუთი ან შვიდი.ჟიურის წევრების სახელი და გვარი კონფიდენციალურია,მეტიც,მათ ერთმანეთის შესახებაც არაფერი ეცოდინებათ.ისინი მონაწილეების მასალას მიიღებენ დანომრილს და არცერთ მასალაში (ვორდის ფაილში)არ იქნება ავტორის სახელი და გვარი მითითებული.ეს ყველაფერი ათავისუფლებს მათ ზედმეტი პასუხისმგებლობისაგან,რაც გარანტიაა ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა.

-რამდენად იქნება დაცული კოვიდ-რეგულაციები?

მადლობა ამ შეკითხვისთვისაც. რეგულაციებს,რაც დაწესებული იქნება იმ დროისთვის,დავიცავთ მაქსიმალურად,რადგან არ გვინდა ვინმეს ჯანმრთელობას სააფრთხე დაემუქროს.

მადლობა,პატონო ნუგზარ,ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ.

მადლობა თქვენ.

Leave a Reply