დავით მიროტაძე

-ახლახანს შევიტყვე, გარკვეული ჯგუფები ხვალ თუ ზეგ გეგმავენ ე.წ. “გამარჯვების მსვლელობას” (მწვანე პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით).
მინდა ხაზგასმით გითხრათ მათ, ვინც აბსოლუტურად მართებულად ეწინააღმდეგებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში ნამდვილად ფაშისტურ სეგრეგაციას, საზოგადოების სამედიცინო ნიშნით დისკრედიტაციას. ამგვარი ქმედება (ე.წ. გამარჯვების მსვლელობა) არის სრულიად მიუღებელი და დანაშაულებრივიც კი. ასეთი ქმედება კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს საზოგადოების პოლარიზაციას, კიდევ უფრო მეტად დაყოფა-დანაწევრებას, საზოგადოებაში მტრული, აგრესიული დამოკიდებულებების გაღვივებას და ასეთი შედეგები ხელს აძლევს მხოლოდ მტრებს, შიდა თუ გარე მტრებს!
მეგობრებო გთხოვთ უმორჩილესად, არ შეუერთდეთ, არ მიიღოთ მონაწილეობა აქციაში, რომლის ორგანიზატორები ნეფსით ან უნებლიედ სჩადიან ქვეყნის დამაზარალებელ საქციელს!

Leave a Reply