აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

„საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან დღევანდელ საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე აშშ-ის მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს დისკუსია უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ, თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესშია, თუმცა მზად ვართ, რუსეთს სერიოზული საფასური დავაკისროთ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

Leave a Reply