პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება.

ამ საკითხზე კომენტარი ტელეკომპანია ახლთან ეკონომისტმა ოთრ ფანცულაიამ გააკეთა.

-საქართველოს მთავრობის მხრიდან სოციალური მიზნებისთვის დაგეგმილი სუფსიდირება ნებისმიერ შემთხვევაში გულისხმობს გადამხდელის ჯიბეზე გაზრდილ წნეხს. საზოგადოება სოლიდარულია სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ და ბუნებრივია ყველას გვსურს, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს პრობლემები მოუგვარდეთ. თუმცა გრძელვადიან პერიოდში გადამხდელზე დაკისრებული დამატებითი წნეხი ეკონომიკის მდგომარეობას სულ უფრო ამძიმებს. კარგი გამოსავალი იქნება, თუკი სახელმწიფოს ექნება კომერციული შემოსავალის წყარო.

ასეთი წყარო წარმოიშობა ფართო პრივატიზაციის (როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს გარკვეულ წილს აქტივების ეკონომიკაში გაცოცხლების პირობებში) ან საინვესტიციო საქმიანობის შემთხვევაში. ასეთ პრაქტიკას უკვე დიდი ხანია იყენებენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. საქართველოში ამ პრაქტიკის დანერგვა ჯერჯერობით იდეის დონეზეც არ განიხილება. შესაძლოა მეტი სოციალურად დაუცველის არსებობა საარჩევნოდ მეტი ხმის მობილიზების ეფექტური ინსტრუმენტია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ქვეყანაში არ იკლებს სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა.

Leave a Reply