პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 83 ხმით მიიღეს.
2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით; დეფლატორის მაჩვენებელია 3% როგორც 2024 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2.8%; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 86 მლრდ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტია – 2.5%; ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს – 38.0%-ია.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 110 მილიონი ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში ზრდა კი 106.6 მილიონი ლარია.
საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 28 357 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება, საიდანაც 22 053 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებია. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 28 706 მლნ ლარს შეადგენს.

Leave a Reply