საინტერესო ამბების სამყაროში

იდუმალი კოსმოსი

მარიამ მუმლაძე

კოსმოსი სივრცეა,რომელიც გახვეულია იდუმალების ქაოსში.არსებობს უამრავი კითხვა,რომელზეც კაცობრიობას არ გააჩნია პასუხი.ვიცით,ვხვდებით,რომ სამყარო საკმაოდ დიდი და ამოუხსნელია,თუმცა ბოლომდე მაინც არ გვესმის რამდენად დიდია.ფაქტები,რომლებიც მე უნდა გაგაცნოთ საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავია.

კოსმოსში სრული სიჩუმეა.

კოსმოსის უმეტესი ნაწილი ვაკუუმია,შესაბამისად,ვარსკვლავთშორის სივრცის უმეტეს ნაწილში სამარისებური სიჩუმეა.

ბერძნები ჩვენს გალაქტიკას „რძიან ხაზს“ უწოდებენ.

ბერძნები მიიჩნევდნენ,რომ გალაქტიკა ქალღმერთ ჰერას მკერდიდან გამონადენი რძის წვეთებით იყო შექმნილი.

კოსმოსში ჩიტები ვერ ცოცხლობენ.

ცოცხალი არსებები,სამყაროს განუყოფელი ნაწილები გრავიტაციის გარეშე საკვებს ვერ ყლაპავენ.

კოსმოსი გავსებულია ვარსკვლავებით.

ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე ვიგებთ,რომ სამყაროში 70 სექსტილიონი ვარსკვლავია,სექსტილიონი რიცხვია 21 ნულით.

აპოლოს ასტრონავტების მიერ დატოვებული ნაფეხურები მთვარეზე 100 მილიონი წელი დარჩება.

მთვარეზე არც ქარია და არც წყალი,შესაბამისად,ნაფეხურების წაშლა,გაქრობაც ვერ მოხდება.ანუ,მთვარეზე დატოვებული მოწყობილობები დიდი ხნის განმავლობაში შეინახება,თ ერთადერთმა ძალამ,მიკრომეტეორებმა არ დაბომბეს.

აღმოჩენილია ოქრო.

მარსზე,ვენერასა და მერკურზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ოქრო.

თუ კოსმოსში ერთმანეთს ერთი და იმავე მეტალის ორი ნივთი შეეხო სამუდაომ  შეერწყმებიან.

ამ პროცესს ცივი შედუღება ეწოდება,როდესაც ერთნაირი მეტალის ორი ნივთი ერთმანეთს ეხება,ატომები ვერანაირ გზას ვერ მიმართავენ გაარჩიონ,რომ ეს ატომები სხვადასხვა ნივთებს მიეკუთვნებიან.

ვენერაზე ერთი დღე უფრო გრძელია,ვიდრე დედამიწაზე ერთი წელი.

ვენერა საკუთარი ღერძის გარშემო წარმოუდგენლად ნელა ბრუნავს. მას ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად დედამიწის 243 დღე სჭირდება. საინტერესოა ისიც, რომ პლანეტა მზის გარშემო ერთ ბრუნს უფრო მალე ასრულებს, ვიდრე საკუთარი თავის გარშემო — ამისათვის მას 226 დღე სჭირდება.

ყველაზე მოკლე დღე იუპიტერს აქვს.

9 საათი და 55 წუთი.

იუპიტერის დიდი წითელი ლაქა პატარავდება.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც იუპიტერის ლაქა ზომაში მცირდება. ეს დიდი წითელი ლაქა პლანეტაზე არსებული გიგანტური მბრუნავი ქარიშხალია და ადრე მასში დაახლოებით სამი დედამიწა ეტეოდა, ამჟამად კი მასში მხოლოდ ერთი დედამიწა ეტევა.საინტერესო ისაა, რომ სისქეში ზომის შემცირების მიუხედავად, ის სიმაღლეში იზრდება. მეცნიერები კი ამ ფენომენის ახსნას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

დაბინძურებული ატსმოფერო

ყოველ წელს ატმოსფეროში სამყაროდან 1000 ტონა მტვერი და მიკრობი შედის.

ავტომობილი კოსმოსში.

ავტომობილს, რომელიც მოძრაობს საშუალო სიჩქარით 60 მილი საათში, დასჭირდებოდა დაახლოებით 48 მილიონი წელი, რათა მიეღწია უახლოეს ვარსკვლავამდე(მზის შემდეგ) კენტავრამდე.

აქლექსი ლეონოვი.

ღია კოსმოსში პირველი გასვლის ხანგრძლივობამ (ალექსეი ლეონოვი) 12 წამი შეადგინა.

ერთი წელი პლუტონზე.

ერთი ”წლის” ხანგრძლივობა პლუტონზე _ 247.7 დედამიწის წელია.

მთები. ვეშაპები. შორეული ვარსკვლავები. ეს ყველაფერი კოსმოსში არსებობს, შესაბამისად, ჩვენც. ჩვენი სხეულები გარკვეული ოდენობის სივრცეს იკავებს.მაგრამ რა არის კოსმოსი? არის თუ არა ის საერთოდ ნამდვილი ფიზიკური ობიექტი? ამ კითხვის ირგვლივ დიდი ბრძოლა ატყდა,რომელიც ახლაც გრძელდება.

შევეცადე საზოგადოებისთვის საინტერესო ფაქტები გადმომეცა ჯერ კიდევ ამოუხსნელ კოსმოსზე.

 

 

Leave a Reply