დავით კირკიტაძე

ქართული ოცნება რუსთავის საკრებულოს დაკარგვის მერე , საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა, რა გადაწყვიტეს? რუსთაველებისათვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა? ხალხისათვის ჩვენზე უკეთესი გეგმის შეთავაზება ? არა – ეს მათ არ შეუძლიათ, თუმცა რაც იციან ესაა პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა, დღეს 15:30 უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ, მაგრამ ამით ისინი ხელს ვერ შეუშლიან ჩვენი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელს ქვეყანაში, რუსთაველებიც აუცილებლად მიიღებენ საკუთრებაში იმას რაც მათ ეკუთნით, საქართველო აუცილებლად დააღწევს თავს იმ გაჭირვებას რაშიც შეგნებულად ჩააგდო ხელისუფლებამ, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს ღირსებას.

Leave a Reply