„გახსოვდეს ხალხი“ – სოლომონ ზეიკიძის გუნდმა, ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით, საქველმოქმედო აქცია საზღვრისპირა ოძისში გამართა

ა(ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის” მორიგ საქველმოქმედო აქცია, „ლიბერთი ბანკისა“ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, მორიგი საქველმოქმედო აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გამართა.

„ჩვენს ორგანიაციას ერთი წელი შეუსრულდა და ამ ხნის გამავლობაში საქველმოქმედო აქცი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავმართეთ. ამჯერად კი შიდა ქართლში ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, ოძისი ე.წ. საზღვრისპირა სოფელია. ეს „კუმ დეოსთვის“ რიგით მეთოთხმეტე საქველმოქმედო აქციაა და ტრადიციულად, ოძისელებსაც უფასო სამედიცინო მომსახურეობა მივაწოდეთ. ასევე, უფასოდა გადავეცით მედიკამენტები და „ზედაზენის“ პროდუქცია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანებმა ერთმანეთს ხელი ისე უნდა გავუწოდოთ, როგორც შეგვიძლია. ჩვენ ექიმები ვართ და მოსახლეობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარებით. საქველმოქმედო აქციებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ,“ – ამბობს „კუმ დეო – მედისკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა ნარიმანიძე ამბობს, რომ „კუმ დეოს“ აქცია მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ პრეზიდენტი); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი), ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“ მთავარი ექიმი), კარდიოლოგი ლიკა ბირკაძე, ენდოკრინოლოგი მარიამ წიკლაური, ექოსკოპისტები – ნატო მეტრეველი და მზია გოძიაშვილი.

აქციაში, ასევე, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, მათ შორის, შაკო მაჩიტიძე, დავით ველთაური, მარეხი ჯინჯოლავა და გიორგი გოგლიძე.

როგორც „კუმ დეოს“ პრეზიდენტი, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, საზღვრისპირა სოფელ ოძისში უფასო სამედიცინო მომსახურეობა 30-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. ამასთან, მოსახლეობას ფარმაცევტული კომპანია – ,,ჯი ემ ფარმას“ ხელშეწყობით, უფასო მედიკამენტები და „ზედაზენის“ პროდუქცია გადაეცათ.

შეგახსენებთ: ორგანიზაცია – „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ ერთი წლის წინ დაარსდა და ამ ხნის განავლობაში 14 საქველმოქმედო აქცია გამართა. კერძოდ, ოძისამდე, უფასო სამედიცინო მომსახურება სოლომონ ზეიკიძის გუნდმა ილტოს ხეობის სოფელ შახვეტილას, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, თელავის რაონის სოფლების – ნაფარეული და ბუშეტი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის მოსახლეობას გაუწია.

აღსანიშნავია, რომ „კუმ დეოს“ საქველმოქმედო აქციების მხარდამჭერი „ლიბერთი ბანკია“ – ,,კუმ დეოსა” და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბანკის მხრიდან საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

Leave a Reply