ანი წითლიძე

ამაზე რთული გადაწყვეტილება ამ ათი წლის განმავლობაში რაც სამეგრელოში ვარ ჩემს გუნდთან ერთად არ მიმიღია.
დიდი არჩევანი არ იყო: ან ის რაც მივიღეთ ან კრიზისი მუნიციპალიტეტში და ხელახალი არჩევნები. რა იქნებოდა შუალედურ არჩევნებზე ვინც არჩევნები ოდნავ მაინც იცის წარმოიდგენს.
დღეს ზუგდიდს ჰყავს უკვე მოქმედი საკრებულო რომელსაც შეუძლია ყველა ბერკეტი გამოიყენოს ბიუჯეტში ცვლილებებისთვის და არა მხოლოდ.
რაც შეეხება გახარიას. მე ვიდექი 20 ივნისს და მე პირადად გადავიტანე მისი ხელმძღვანელობით სამეგრელოში საარჩევნო ტერორი. მის კისერზეა კერზაიას საქმე, 20 ივნისი, ანაკლიის პორტი და არა მხოლოდ – ამაზე პასუხისგება მას მოუწევს მას შემდეგ რაც ქართული ოცნება დასრულდება ეს დასასრული კი დაიწყო წალეჯიხაში, ჩხოროწყუში, რუსთავში, დღეს უკვე ზუგდიდშიც ქართული ოცნება დამარცხა.
მაგრამ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ამ არჩევნებზე ზუგდიდში 3000 მეტმა ( შეიძლება მეტიც ზუსტად არ მახსოვს) ზუგდიდელმა გადაწყვიტა მიუხედავად ყველაფრისა გახარიასთვის ხმა მიეცა და სამი მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი საკრებულოში.
30 ათასმა ზუგდიდელმა, არჩევნებზე მოსულის უმრავლესობამ გვითხრა რომ ოპოზიცია უნდოდათ საკრებულოში და მიუხედავად ღირებულებითი სხვაობისა რომელიც მუდმივად იქნება – მთავარი იყო ზუგდიდელების ინტერესი და მუნიციპალიტეტის კრიზისიდან გამოყვანა.
წარმატებებს ვუსურვებ ზუგდიდის საკრებულოს ზუგდიდელების საკეთილდღეოდ.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი, გიგა ფარულავა გახდა.

Leave a Reply