ანა ქუბრიაშვილი

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მსოფლიო განგაშმა მოიცვა. გაჩნდა ახალი დაავადება Covid 19, რომელიც უცნობი და შეუსწავლელი იყო. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპებოდა, საავადმყოფოებში ადგილები აღარ იყო,  გამოსავალი კი არსად ჩანდა.

მაშინ,  როდესაც მსოფლიო უხილავ დაავადებასთან უძლური იყო, საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო დაფიქსირებული კორონა ვირუსი, ჯერ კიდევ არსებობდა ძალა და იმედი, იმისა, რომ კოვიდი საქართველოში არ დაფიქსირდებოდა და თუ მაინც დაფიქსირდებოდა  გვქონდა საავადმყოფოებში საწოლფონდი და იმის შესაძლებლობა, რომ გავმკლავდებოდით უხილავ მტერს, Covid 19 – ს.

სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან დადგა ის დღე, როდესაც Covid 19 – ის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა.  ეს იყო 2020 წლის 27 თებერვალს. ჯანდაცვის სამინისტრომ კი გააკეთა განცხადება, რომ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მიმართავენ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორნავირუსის პანდემია.

ყოველდღიურად იზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა, თუმცა საგანგაშო ნიშნულამდე ნამდვილად არ მიგვიღწევია. 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

საზოგადოება პანიკამ მოიცვა, გამოსავალი კი არსად ჩანდა. საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად მხოლოდ რამდენიმე წესი უნდა დაგვეცვა: დისტანცია, ნიღაბი და სადეზინფექციო ხსნარი.  მოსახლეობის პანიკიდან გამომდინარე იყო ის დრო, როდესაც აფთიაქებში პირბადეები, სასურთასო მარკეტებში კი პროდუქტები აღარ იყო.

საკუთარ თავზე არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი ერთ დღეს კორონა ვირუსით დაინფიცირებული, თან ამ დროს უკვე გარდაცვალების შემთხვევებიც იყო დაფიქსირებული, თუმცა ვთვლიდი, რეგულაციებს იმ დონზე ვიცავდი, რომ არ უნდა დავიფინცირებულიყავი, შიშიც ნაკლებად მქონდა, უფრო საზოგადოების მიერ შექმნილი პანიკა მაშინებდა.

ერთ დღესაც შეუძლოდ გავხდი, კარგად ნაცნობი სიმპტომები გამომივლინდა. გემოსა და სუნის შეგრძნება დავკარგე, სხვა ისეთი არაფერი მაწუხებდა და ამ დროსაც, წამით არ დამიშვია, რომ Covid 19 მექნებოდა. ტესტზეც იმიტომ წავედი, რომ ჩემი ოჯახის წევრები მიდიოდნენ. რიგში ბევრი ადამიანი იყო, ზოგი პასუხს ელოდებოდა ზოგი კი ტესტის რიგში იყო. დაზაფრულები იდგნენ და ელოდებოდნენ შედეგს. რიგში დგომის დროსაც იმას ვფიქრობდი, რომ პასუხი უარყოფითი იქნებოდა.

როგორც იქნა ჩემი რიგი მოვიდა, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო პროცესი, თუმცა არცისეთი აუტანელი, როგორიც ჩანდა. გავიკეთე ტესტი და ახლა ყველაზე რთული 15 წუთი იწყებოდა, პასუხის მოლოდინი. დრო ისე გაიწელა, როგორც არასდროს და როგორც იქნა გამოჩნდა ექიმი და მითხრა, რომ პასუხი უარყოფითი იყო. ჩემი მოლოდინი გამართლდა, მაგრამ ნაადრევი სიხარული აღმოჩნდა, რადგან მოულოდნელად დამიძახა ექიმმა და მითხრა, რომ ხაზი გაწითლდა და დადებითი ვიყავი. წარმოუდგენელი შეგრძნება იყო, საკუთარ თავზე არ ვნერვიულობდი ისე, როგორც იმაზე, რომ სხვებისთვის საშიში ვიყავი და საფრთხეს ვუქმნიდი. იზოლაციაში გადავედი, თუმცა საერთოდ არ ვნერვიულობდი, იმდენად კარგად ვიყავი, რომ ვერც წარმომედგინა სიცოცხლისთვის საშიში ვირუსით, რომ ვიყავი დაინფიცირებული, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყოველდღიურად ვესწრებოდი ლექციებს, ვმეცადიენობდი. ჩემ ლექტორებსაც კი უკვირდათ, იმდენად კარგად ვართმევდი თავს, კოვიდთან ერთად ლექცია-სემინარებზე დასწრებას.

ტელევიზორს საერთოდ არ ვრთავდი, რადგან არ მინდოდა ნეგატიურ ინფორმაციას ჩემზე გავლენა მოეხდინა, პირიქით, პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას ვცდილობდი. გაამართლა კიდეც, კარგმა განწყობამ შეძლო Covid 19 – ის დამარცხება ყველანაირი გართულების გარეშე.

მთავარია არ ვინერვიულოთ, მივიღოთ სითხეები, ვიტამინები, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები და ყველაფერთან გამკლავებას შევძლებთ.

ხომ და კიდევ, შეიძლება არასერიოზულად მიიღოთ, მაგრამ ბუშტების გაბერვაც ძალიან კარგია, როგორც განწყობისთვის, ისე ჯანმრთელობისთვის.

მას შემდეგ რამდენიმე თვეში გამოიგონეს Covid 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევდნენ. ანტივაქსერი არ ვარ, მაგრამ არც ვაქსერი ვარ, მე ვარ თავისუფალი მოქალაქე, თავისუფალი აზრით, რომელიც ფიქრობს, რომ ვაქცინაცია არ არის აუცულებელი იმისათვის, რომ კორონა ვირუსი ადვილად გადავიტანოთ.

მაშინ, როდესაც კოვიდი დამიდასტურდა ვფიქრობდი, რომ ძალიან მალე ეს ვირუსი საერთოდ აღარ იარსებებდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მეორედ დავინფიცირდი. გამომდინარე იქიდან, რომ ერთხელ უკვე გადატანილი მქონდა კიდევ უფრო არ ვნერვიულობდი და ჩვეულებრივად შევხვდი, მქონდა ცუდად ყოფნის მომენტებიც, თუმცა ისევ და ისევ განწყობა, როგორი განწყობითაც შევხვდებით იმ განწყობით და რესურსებით დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს.

ყველანაირი ვაქცინის გარეშე ორჯერ გავუმკლავდი Covid 19 – ს და ვთვლი, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი გამოსავალი ისევ იზოლაცია, ნიღაბი, სიითხეები, დისტანცია, ბუშტები და რაც მთავარია ყველაზე მთავარია განწყობაა და სულ მალე ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.

Leave a Reply