რა არის SWIFT

ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

SWIFT ანუ მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება არსებულ რეალობაში მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 11 ათასზე მეტ ფინანსურ ორგანიზაციას. აღნიშნულ სივრცეში ხდება სხვადასხვა სგადასახადო დავალების შესრულება( აი მაგალითად, თქვენ რომ მობაილ ბანკით ვინმეს ფულს ურიცხავთ ან რაიმე გადასახადს იხდით ეგ თემაა ძაან მარტივად რომ ვთქვათ)ლ

🚫 რუსეთი უკვე ნაწილობრივ გათიშულია SWIFT-დან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდება, რადგან SWIFT-დან გათიშვით ქვეყანაში ან ქვეყნიდან ფულის გაგზავნა თითქმის შეუძლებელი ხდება. ანუ გამოდის რომ ეკონომიკურ იზოლაციაში ექცევიან.

ჯერ კიდევ ომამდე რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ამბობდა, რომ SWIFT-დან გათიშვა რუსეთის ეკონომიკას დაახლოებით 5%-ით შეამცირებდა. ახლა დაიწყება უკვე პანიკა რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე, ანუ რუსეთს მოკლევადიან პერიოდშიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარტყმა მიადგება.

რუსებს აქვთ SWIFT-ის მსგავსი პლატფორმა სახელწოდებით SPFS, მაგრამ ეს პლატფორმა ძალიან შეზღუდული გაქანებისაა, ანუ მათი მშველელი ვერ გამოდგება.

SWIFT-ის ალტერნატივა საგადასახდო დავალების შესასრულებლად შეიძლება ბიტკოინიც იყოს, მაგრამ ჯერ მსგავსი დიდი პრაქტიკა მსოფლიოში არ ყოფილა, შესაბამისად, სწორი ალტერნატივის პოვნას დრო უნდა, ეს დრო კი ფულია, რომელსაც რუსეთი კარგავს.

🇬🇪 რაც შეეხება საქართველოს: SWIFT-დან რუსეთის გაძევება ჩვენზეც იმოქმედებს, სმაწუხაროდ, რასაც ექნება დანაკარგი, რადგან როგორც იცით რუსეთიდან შემოდის დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები(2021 წელს 411 მლდნ დოლარი), ასევე გვაქვს აქტიური სავაჭრო ურთიერთობაც. ცხადია ზოგადად ეს და სხვა სანქციები, რომლებიც რუსეთს უწესდება მოკლევადაში ჩვენზეც მოახდენს გავლენას, სანამ ახალ გარემოებაზე ადაპტირებას ვერ მოვახერხებთ. 💙💛

და ბოლოს, დღეს რუსეთის მიმართ არსებობს სანქციები, რომლებიც მის ეკონომიკას გაანადგურებს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს! 🇺🇦 🇬🇪

Leave a Reply