გიგი კუბლაშვილი

დიპლომატი

ბოლო დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში უზამრმაზარი ეროვნული ენერგია ტრიალებს, ბევრი სკეპტიკოსის პესიმიზმი, რომ არაფერი არ გამოვა და არაფერს აზრი არა აქვს, ვიმედოვნებ რომ გაცამტვერდა. მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ამ ერთსულევნებას არ მიეცა სწორი მიმართულება და გამოვლენის საშუალება, მაშინ დამერწმუნეთ, რომ კიდევ ერთი ფუჭი გასროლა გამოგვივა, ყველას ერთად. რა ვითარებაში ვიმყოფებით და რა ამოცანები დგას დღეს ჩვენს წინაშე?!
1. ომმა უკრაინაში სრულად გააშიშვლა ივანიშივლის რეჟიმი, რომელმაც ცხოველური შიშის გამო, ისტერიულად მიაყიდა ქვეყნის ინტერესები, როდესაც განაცხადა უარი თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციაზე და ჩვენი და-ძმების უკრაინელების მხარდაჭერაზე, ძალიან ცუდია რომ ამას პოლიტიკოსებმა და იმ ადამიანებმა ვისაც ამის საშუალება გვაქვს ვერ მივეცით სწორი დეფინიცია, ანუ ყველაფერი ავკიდეთ ღარიბაშვილს, არადა ღარიბაშვილს თავისი ცოდვები ყელამდე აქვს, ეს გადაწყვეტილება ვინც მიიღო და დაავალა გახმოვანება ყველამ კარგად ვიცით. დავუშვათ და გადააყენა ღარიბაშვილი – რა იცვლება ამით? წყაროს თავია მოწამლული, იქიდან მოდის შხამი და ბალღამი.
2. საქართველო ბოლო წლებია იმიჯის თვალსაზრისით განადგურებულია, არ დავიწყებ ყველაფრის ახსნას და მოყოლას, ესეც ყველამ ვიცით, თუ არ ვიცით კიდევ ერთხელ შეგახსნებთ ათობით განცხადებასა და გამონათქვამს, მათ შორის სულ ბოლო, ევროკავშირის ელჩისა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის ბოლო ნაბიჯები, რაც გადადგა ქოც- ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ მიერთების კუთხით, მარტო ივანიშვილს და მის მომყოლს ეხება, არა მეგობრებო, ეს ესე არ არის ეს ეხება ქვეყანას და ყოველ ჩვენთაგანს, თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ ჩავთვლით, რომ ჩვენი სოლიდარობა გადაფარავს ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის მავნე ნაბიჯს. 3. მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, დასავლეთის ერთიანი პოზიცია და როგორც ჩანს შეუქცევადი პროცესი რუსეთის დამარცხებისა, რომელიც მაღალი ალბათობით საკმაოდ მალე დადგება, ჩვენს ქვეყანას გარკვეულ შანსებს აძლევს – ა) გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების და ზოგადად თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრი;
ბ) უსწრაფესად აღიდგინოს ტერიტორიალური მთლიანობა;
გ) ბიძგი მიეცეს ეკონომიკურ განვითარებას;
ეს რეალისტური გეგმაა, ოღონდ ამ ხელისუფლების პირობებში ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს, ვინც ამას ქადაგებს და ცდილობს ამ ძირმომპალი სისტემის გარდაქმნა – გადახალისებას ან მტერია, ან ბრიყვი.
იმისათვის, რომ ეს გამოგვივიდეს გადაუდებლად საჭიროა მოვითხოვოთ და მივაღწიოთ: როგორც მინიმუმ
1. ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება:
2. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის ეგიდით და მენეჯმენტით;
უნდა გვესმოდეს, რომ დრო ჩვენზე არ მუშაობს, გავუშვებთ მომენტს მატარებელიც წავა, წკიპზე ვართ, ესე ხდება ისტორიის კარები რამდენიმე წუთით გაიღება და დაიკეტება, ესეთია რეალობა, მძიმე და საერთოდ არ წააგავს ნაცარქექიას ოცნებებს. უკრაინელები თავის შანსს გამოიყენებენ, ეს უკვე ჩანს, ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანელებმაც თავისი გასაკეთებელი გააკეთეს, სომხებიც რაღაცას ეწევიან. ჩვენ – ქვეყანას, რომელსაც ყველანაირი შანსი გვქონდა გაგვერღვია და ფონს გავსულიყავით, ჯერ კიდევ ვფიქრობთ ან თავს ვიტყუებთ და ვიწყნარებთ.
გამოვიყენოთ ჩვენი შანსი. დავუჭიროთ მხარი საქართველოსაც.

Leave a Reply