დავით ფერაძე

პედაგოგი. განათლების ომბუდსმენი,

საქართველოს განათლების დამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე

სრულიად რუსეთის პედაგოგებო

ყველა საფეხურისა და ყველა დონის მასწავლებლებო, საგანმანათლებლო სისტემის მოღვაწენო!

მოგმართავთ, იმ პატარა ქვეყნიდან, რომელიც დღემდე ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და რომელმაც არაერთხელ გადაიტანა უსამართლო შევიწროვება თქვენი სახელმწიფოს მხრიდან!

თანამედროვე კაცობრიობა სხვაგვარად რეაგირებს, იმპერიული ამბიციების რეალიზაციის მცდელობაზე და დაჩაგრულობის განცდა აგრესიული რევანშიზმის ზრდის საფუძველი ხდება. თქვენი ხელისუფლების პოლიტიკა სწორედ აქეთ არის მიმართული. ფრიად გასაოცარია: დოსტოევსკის, პუშკინის, ბულგაკოვის, ჩაიკოვსკის და მსგავსი გრანდების ქვეყანამ როგორ ვერ შეძლო და ვერ მოიშორა დერჟავული სინდრომით შეპყრობილთა ძალაუფლება, რომელიც, მინიმუმ თავად თქვენ ხალხს, მაქსიმუმ – მთელ პლანეტას უქადის წალეკვას.   მართალია, თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია მოსახლეობის სიმრავლით, მაგრამ 145 თუ 147 მილიონი კაცი (რუსეთში მცხოვრებნი) მაინც ცოტაა პლანეტის 7 მილიარდზე მეტ ადამიანთან შედარებით. თქვენი ხელისუფლება კი აგრესიას და ზიზღს თესავს ამ პლანეტაზე, რომლის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდა  თქვენ ქვეყანასთან შედარებით პატარა უკრაინაზე თავდასხმამ   და იქ დაწყებულმა ომმა.  წარმოგიდგენიათ 7 მილიარდიანი მსოფლიოს აგრესიული დამოკიდებულება რომ თქვნდამი ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს? ამიტომ, აქ საქმე არ ეხება მხოლოდ  მშვიდობისა და თავისუფლების მოყვარე უკრაინელი ერის სამართლიან ბრძოლას.  პლანეტაზე გროვდება აქმადე არნახული აგრესიის მუხტი, რომელიც რუსეთისა და მისი მოქალაქეებისკენ, მათ შორის უდანაშაულო მოქალაქეებისკენაც არის მიმართული. და თუ პრობლემას დროზე არ ეშველა,  მას უკვე ვეღარ გაანეიტრალებენ ის უდიდესი კულტურულ-შემოქმედებითი მიღწევები, რაც თქვენ ერს ეკუთვნის და ვერც პატიოსანი, ჰუმანური, რელიგიური და სხვაგვარი პოზიტიურობით გამსჭვალული ადამიანები, რომლებიც, ვფიქრობ, საკმაოდ მრავლად მოიპოვებიან თქვენში. ერთადერთი, რაც რუსეთს დარჩება იმ მუქარის აღსრულებაა, რასაც ბირთვული იარაღის გამოყენება ქვია. მაგრამ, თქვენ განათლებული ადამიანები ბრძანდებით და კარგად მოგეხსენებათ, რომ ამგვარი უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა აგრესიას არა თუ შეაჩერებს, არამედ მთელ პლანეტას და ბუნებრივია – რუსეთსაც დაასამარებს!

რა შეგვიძლია, როგორ მოვიქცეთ, რომ თქვენ ერსაც ავარიდოთ კატასტროფა და პლანეტა კი კოლაფსისგან ვიხსნათ? როგორ მოვახერხოთ, რომ მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ღვთისგან ბოძებული დედამიწა მთელი თავისი რესურსებით და პროგრესული ადამიანური მიღწევების შემდგომი განვითარების პერსპექტივით?

თქვენ უნდა დაეხმაროთ ახალგაზრდებს და ასწავლოთ, რომ პლანეტაზე შეიცვალა სიტუაცია და ძალადობას მხოლოდ კატასტროფისკენ და გლობალური მარცხისკენ მივყავართ; თქვენ უნდა დაამსხვრიოთ ობმოკიდებული და ყავლგასული მავნე მითი, რომ რუსეთს საზღვრები არ აქვს; თქვენ უნდა მოუწოდოთ თქვენ გაზრდილ ახალგარდა მეომრებს, რომ ისინი ხელისუფლების „დერჟავული“ ახირების მხვერპლნი არიან და თანმოძმეთა სისიხსლის მდინარეებს ღვრიან, იმ სისხლისა,

რომელიც ყველა თქვენგანის წინაპრებში დიოდა საუკუნეთა წინ! უნდა დაარწმუნოთ ისინი, რომ დაბრუნდნენ და ენერგია თქვენი სახელმწიფოს იმგვარ განვითარებას მოახმარონ, რომელიც მართლაც ღვთის ნებას და ადამიანთა ნებას თანააარსებებს. უნდა იცოდნენ მათ, რომ მატერიალურ სამყაროში ყველასთვის მოიძებნება ადგილი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის. და ბოლოს, თქვენ წინ უნდა აღუდგეთ თქვენ ხელისუფალთ, რომლებსაც ამ წუთებში სასაკლაო აქვთ მოწყობილი და არც სხვისი და არც თავისი ქვეყნების შვილები არ ებრალებათ!

პედაგოგებს შეგვიძლია სამყაროს გადარჩენა და შეცვლა. მოგმართავთ თითქმის მილიონნახევარ პედაგოგს: დროა დადგეთ მოწოდების სიმაღლეზე და გააკეთოთ ყველაფერი, რათა დაასრულოთ სისხლისღვრა ევროპაში!

 

Давид Перадзе.

Учитель. Председатель ассоциации по зашите прав грузинского образования. Омбудсмен    образования.

Учителям  России  и всем деятелям общеобразовательной системы!

Мы обращаемс я к вам  из маленькой страны, которая по сей день оккупирована российсками войсками.

Нашей стране неоднократно приходилось переносить агрессию со стороны вашего государства.

Современное человечество по-разному реагирует на империалистические амбиции и эксперименты, и ощущение угнетённости приводит к возрастанию агрессивного реванша!

Политика вашей страны направлено  именно в эту сторону!  Не  верится, что   родина  Достоевского, Пушкина,  Чайковского и других великих деятелей современной России до сих пор не смогла  освободиться от синдрома охвачённой ”державной “ власти, которая грозит уничтожить минимум ваш народ, и   максимум –всю планету. Несмотря на то, что  ваша страна — одна из многочисленных стран по населению, 145 или 147 миллионов всё равно мало против 7 милиардов людей,   проживающих на    планете.

Ваше правительство распространяет зло, агрессию и насилие во всём мире, и масштабы этого  зла ещё больше выросли в связи с  нападением на  Украину!

Представьте себе, что будет с вами, если весь мир восстанет против вас! Мы не говорим только об Украине,  которая борется и защищает свою страну и своих мирных жителей.  До сих пор на всей планете накапливается невиданная агрессивная энергия против вас и вашего государства, которое выступает против мирных жителей не только Украины но и всего мира!  Если вы не решите эту проблему против человечества, вас уже не смогут защитить  ни   великие культурно-творческие достижения, принадлежащие вашей стране, ни люди, которые против страшной агрессии! Мы надеемся, что таких правильных  и позитивных людей  в   ваших  рядах большинство. Вы образованные люди и полностью осознаёте, что такое действие  со стороны вашего правительсва не только остановит агрессию, а наоборот–уничтожит вас и всю планету!

Что мы можем сделать? Как поступить, чтобы избежать катастрофы и коллапс на планете?  Как суметь сохранить для будущего поколения нашу землю со  своими ресурсами и прогрессивно мыслящих людей для дальнейшего развития и процветания?! Вы не только должны, но и обязаны помочь будущему поколению и перспективной молодёжи, вы должны объяснить,  что ситуация на планете изменилась, и всякое насилие — это катастрофа, ведущая  вас к поражению!   Вы должны  развеять миф, о том что Россия без границ! И вы должны призвать ваших воспитанников – воинов, чтобы они противились тиранству “державного” государства

 

и  не  становились жертвой собственного правительства, не   жалеющего  жизни  соотечественников. Вы должны убедить своих воинов, чтобы они вернулись  с   чужой  земли    домой   и всю силу и энергию употребили на развитие своей страны.

Молодое  поколение  должно знать,  что место для    проживания    и   благополучия   во вселенной найдётся для всех мирных жителей. Вы должны восстать против вашего правительства, которое  в данный момент устроило бойню и  не желеет ни  своих, ни чужиж детей!

Учителя, педагоги смогут спасти и изменить вселенную!   Я обращаюсь к вам! Полторамиллионнам учителям:  настало время, встать на высоте призвания и сделать всё, чтобы закончилась эта бессмысленная война и кровопролитие в Европе!

Leave a Reply