რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დღეს სერბმა ჟურნალისტებმა „ოლიგარქების უკმაყოფილებაზე“ და ამის გამო პუტინის „შესაძლო გადაყენებაზე“ ჰკითხეს.

ლავროვმა ინფორმაციას უწოდა „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული სისულელე“, რის გავრცელებაშიც უცხოეთში მყოფი ნეოლიბერალი რუსებიც მონაწილეობენ.

„არ მინდა სისულელეზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს ზუსტადაც რომ სისულელეა, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამას ავრცელებენ ასევე ჩვენი რუსი ნეოლიბერალები, რომლებიც ახლა უცხოეთში იმყოფებიან. როგორც ჩანს, იქ მათ დილით ურიგებენ მასალებს, რაც აუცილებლად უნდა გაახმოვანონ და ისინიც ახმოვანებენ.

Leave a Reply