თამთა მეგრელიშვილი

საჯარო მმართველობის დოქტორი, იურისტი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების სხვადასხვა ტაქტიკა შეისწავლა და კონკრეტულ პირებს ბრალი დეზინფორმაციის გავრცელებაში დადო. ( მათ რიგებში აღმოვჩნდი მეც)
არ მოგესმათ, დიახ, მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების სხვადასხვა ტაქტიკაზე არასამთავრობო ორგანიზაციებად პოზიციონირებადი (სინამდვილეში კი ნაცმოძრაობის ფარული პარტიული ქვედანაყოფი)“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აალაპარაკეს.
დიახ ე.წ. ენჯეოებმა, ფაქტიურად უცვლელი შემადგენლობით დესტრუქცია-დეზინფორმაციის მრავალ წლიანი გამოცდილებით ბევრი არკვიეს თუ ცოტა, დაასკვნეს, რომ ონლაინ მედიის სააგენტოები კონკრეტული პირების საჯაროდ დადებულ ინფორმაციას მკითხველს ისე სთავაზობს, რომ მათი გადამოწმება არ ხდება.
ფაქტია გული წყდებათ, რომ კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათთან დამოწმებული არ არის და მათთან არ თანხმდება.
და სანამ ჩემსავით თქვენ მკითხველთ გეცინებათ პროოპოზიციური ე.წ. საინფორმაციო სააგენტოების და ცრუ ენჯეოების წუხილზე- ზოგადად ინფორმაციის გადაუმოწმებლობაზე- მათ მათივე ბოლო პოლიტიკურ აფიორა შევახსენოთ – როგორ იყო ქართველ ხალხს პარალელური დათვლის (პივიტის) ყალბ შედეგებს რომ სთავაზობდით?!
მათი გადამოწმება ან სწორად დათვლა ვერ შეძელით თუ მიზანი წინასწარ დაგეგმილი დვალების შესრულება იყო ?!
მახსოვს ჩაფლავდით და ვერ მოახერხეთ დაგეგმილი სიყალბე სიყალბით გაგეტანათ პოლიტიკურ ველზე.
სხვისი განცხადებების შესწავლას ისევ საკუთარ თავსა და რეპუტაციას მიხედეთ.
თქვენ საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში პარტიული დავალების გამტარი ძალა ხართ.
დიახ, “ნაცმოძარაობის“ ფარული პარტიული რგოლები რომლებიც მედია ინფორმაციებს საკუთარ ოფისებში თხზავთ და შეთხზულის დასამტკიცებლად ისევ ერთმანეთს იმოწმებთ.

Leave a Reply