“მემარცხენე ალიანსის“ პრესსამსახურის განცხადება

-ამ დღეებში პარტია ,,მემარცხენე ალიანსის” ლიდერებს ხშირად უსვამენ შეკითხვებს მოსკოვში ,,პატრიოტთა ალიანსის” ხელმძღვანელების ვიზიტთან დაკავშირებით. განვმარტავთ, რომ ეს ვიზიტი ,,მემარცხენე ალიანსის” არც ლიდერებთან, არც წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„პატრიოტთა ალიანსი“ გახლავთ დამოუკიდებელი პარტია, დამოუკიდებელი სუბიექტი და ის თავის გადაწყვეტილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად.

ასევე, „მემარცხენე ალიანსი“ არის დამოუკიდებელი პარტია და შესაბამისად, თავის გადაწყვეტილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად. ბუნებრივია, ერთი დამოუკიდებელი პარტია ვერ შეათანხმებს თავის ვიზიტებს მეორე დამოუკიდებელ პარტიასთან. ყველას აქვს თავისი პროგრამა, მიმართულება, ორიენტაცია და პოზიცია, რის შეფასებაც ხდება ქართველი ხალხის მიერ არჩევნების პერიოდში.

Leave a Reply