14 აპრილს, ტელეკომპანია ახალის გადაცემის „თემა“ ეთერში გასვლის შემდეგ, სადაც ეთნიკური უმცირესობის წწარმომადგენელი ბოლნისიდან ქართული ენის არცოდნის პრობლემაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ აუცილებელია საქართველოში მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული ენა და გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უკვე ბევრი ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფელი ითხოვს ენის შესწავლას

დაგვიკავშირდა მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ბიუროს წარმომადგენელი ფერიდე ტვილდიანი, რომელიც პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობს და ქართული ენის შემსწავლელი ცენტრების შესახებ სრული ინფორმაცია მოგვაწოდა.

ტელეკომპანია ახალი მადლობას უხდის ქ-ნ ფერიდეს სწრაფი რეაგირებისთვის და საზოგადოებას ვაწვდით დაპირებულ ინფორმაციას ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით.

-ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით, იმისთვის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოხდა მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამის შემუშავება, რის ფარგლებშიც შეიქმნა და სრული დატვირთვით ამუშავდა ახალგაზრდული სათემო ცენტრები სოფლებში: დარბაზი, ტალავერი, ნახიდური, ქვემო ბოლნისსა და დაბა კაზრეთში.

აღნიშნული ცენტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი, აქტიური კომუნიკაციის საკითხში. სათემო ახალგაზრდული ცენტრები არის საჭიროებებზე მორგებული სივრცე, სადაც რეგულარულად გეგმავენ და ახორციელებენ ახალგაზრდულ, კულტურულ, შემეცნებით, გასართობ, სპორტულ და სხვა თემატურ პროექტებს.

ეწყობა ჯანსაღი ცხოვრების, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების, განათლების მნიშვნელობისა და საჭიროების, სახელმწიფოს განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და მისი მნიშვნელობის განხილვა. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც ხელს შეუწყობს ბოლნისის ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მეტად დაახლოებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა, მათი მოსმენა, იდეებისა და საჭიროებების განხილვა და აღსრულება, სადაც ხელი შეეწყობა ახალგაზრდული საზოგადოების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. აქვე გაცნობებთ, რომ 2022 წლის მარტიდან, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები იდაიწყო.

16-30 წლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს სახელმწიფო ენა . სწავლება ხორციელდება ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის ახალგაზრდულ სათემო ცენტრებში.

Leave a Reply