საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს “ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.

ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.

Leave a Reply