მარიამ მულაძე

დროსთან ერთად ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, თაობა,რომელსაც ომი ჯერ კიდევ ახსოვს წავა და იზრდება ახალი თაობა,რომელმაც არაფერი იცის კონფლიქტზე.

ამ ეტაპზე მთავარია,რომ არ გავქრეთ ერთმანეთის გონებიდან, აფხაზეთის მოსახლეობა მუდმივად უნდა იყოს ჩართული ქართული ენის სწავლაში.

როდესაც ვსაუბრობთ ერთობაზე,აუცილებელია,ორივე მხარემ თანაბრად გადადგას ნაბიჯი,რათა მივიღოთ სასურველი შედეგი.

გვქონდა კონფერენცია „რატომ არის აფხაზეთი საქართველო“, აქედან გამომდინარე დიდი წვლილი მიგვიძღნის ახალგაზრდებს,რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა.

სახელმწიფოს ქმედება არც ისე ეფექტურია იმის ფონზე,რა რეალობის წინაშეც ვდგავართ.როდესაც ბოუჯეტიდან გარკვეული თანხა არის გამოყოფილი იმისთვის,რომ უზრუნველყონ აფხაზი სტუდენტების სწავლა სახელმწიფო არ ამახვილებს ყურადღებას ამაზე.

ბევრი კუთხით შეგვიძლია ცნობადობა გავზარდოთ აფხაზეთთან დაკავშირებით,ჩატარდეს გარკვეული პროექტები,რათა ახალგაზრდობამ მეტი იცოდეს აფხაზეთზე.

თითქმის ქართული ენა გამქრალია,მაგრამ არსებობენ გმირი დედები და ბებიები,რომლებიც საკუთარ შვილებს ასწავლიან ქართულ ენასა და მეტყველებას.

მედიიებიდან ვიგებთ იმ ინფორმაციას,რომ აფხაზეთი არის მძიმე დღეში,მაგრამ რეალური სიტუაცია უფრო რთულია.

მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვნებს ჩვენ ერთობას,რომელიც რუსეთის ინტერესებშია.

აფხაზეთის ახალგაზრდობამ რეალური გზით უნდა იპოვოს ალტერნატივა,რომელიც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.

Leave a Reply