საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის პრობლემაზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოს ყველა თანამშრომელს, შეაქო მათი პროფესიონალიზმი და დასძინა, რომ მათი მაღალი კვალიფიკაცია ევროინტეგრაციის ერთ-ერთი პირობაა. თუმცა, აქვე თქვა:

„მინდა ერთი საკითხი ვახსენო, მართალია ზოგზოგიერთს არ უყვარს სიტყვა სამარცხვინო, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა, რომ საქართველოში დღეს ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა, ბავშვების თვალების წინაშე. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა და ვიცი რომ კუთხით ბევრი რამე გაკეთდა, ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი.

მაგრამ ისიც ვიცით, რომ თქვენც და მეც და ყველამ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, იმისთვის რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ „და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ – ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადეთ, რომ მივაღწიოთ: ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება,“ – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

Leave a Reply