“ოპოზიცია, რომელსაც თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია, იმით, რომ აცხადებს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ტექნიკური, დემოკრატიული ლეგიტიმაციის არ მქონე მთავრობის შექმნას, ამ ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და ამის გამო შეიძლება ადგილზე შეხვედრები რომ აქვთ კონფლიქტი ჰქონდეთ მოქალაქეებთან.

როდესაც ოპოზიცია თავად ახდენს პოლარიზაციის პიკში აყვანას და შემდეგ უკვირს, რომ ამ პოლარიზაციის გამო კონფლიქტი აქვს მოქალაქეებთან ეს არა თუ არათანმიმდევრულია, პარადოქსულია. არ ვიცი ვინ იყვნენ იქ და ვინ არ იყვნენ, მილიონი ადამიანი უჭერს “ქართულ ოცნებას” მხარს”. რა თანხმობაზეა საუბარი, როდესაც პროტესტის მეშვეობით უნდათ მიაღწიონ მთავრობის შეცვლას”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

Leave a Reply