განსხვავებული ორიენტაციის გამო განხორციელებული ზეწოლებისა და მუქარის შედეგად 1 წლის წინ საქართველოდან   ორი ახალგაზრდა  კაცი გაიქცა.

ჩვენთან საუბარში დავით მ.  აცხადებდა, რომ ქვეყანას მათზე განხორციელებული მუქარების და აგრესიის გამო ტოვებდნენ, დავითი იმასაც ამბობდა, რომ მისი წასვლით ოჯახის წევრებს, ცოლს და 2 შვილს დაიცავდა შეურაცხყოფისა და ბულინგისგან.

მაშინ, მისი ცოლიც, ლიკა ბ-ც აღნიშნავდა, რომ ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადასარჩენად და ოჯახის მშვიდად ცხოვრებისთვის, კაცის ქვეყნიდან წასვლა აჯობებდა, თუმცა ამ 1 წლის განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

სანდო წყაროზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამჟამად ზეწოლის მსხვერპლნი დავით მ.-ს შვილები არიან და ბავშვები ბოლოს სკოლაშიც კი აღარ დადიოდნენ.

შევეცადეთ ინფორმაციის გადამოწმება და დავით მ.-ს მეუღლეს, ლიკა ბ.-ს დავუკავშირდით.

როგორც ქალი გვიყვება, ახლა ზეწოლის მსხვერპლნი მისი შვილები არიან და საჯაროდ სთხოვს ქმარს დაბრუნებას, რომ „თუ ვინმეს მსხვერპლის გარებაა საჭირო, ეს მისი შვილების მამა იყოს და არა ბავშვები“, ბავშვები, რომლებიც სკოლაში პედაგოგების და მოსწავლეების დაცინვის ობიექტები გახდნენ და მეტიც, მასწავლებლები ეუბნებიან, რომ მათი მამის პატრონს, საზოგადოებაში არაფერი ესაქმებათ.

ქალი აღელვებული იყო და სატელეფონო საუბარი რამდენჯერმე გაწყდა. მისი და ოჯახის უსაფრთხოებისთვის, სახის დაფარვა და ხმის შეცვლა ითხოვა.

ტელეკომპანია კონფედენციალურობაზე დაყრდნობით არავის მისცემს ქალის კოორდინატებს! 

 

Leave a Reply