თბილისობა გრძელდება.

2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები;
თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;
თბილისური უბანი ათონელზე – (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;
საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;
საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;
სამეწარმეო და კვების ზონები.
19:00 – 22:00 საათი

მუსიკალური საღამოები – ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.

გუდიაშვილის მოედანი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);
დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:
ღია კინოთეატრი;
„თბილისური კაფე“;
19:00 – 22:00 საათი

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

ევროპის მოედანი

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი

„თბილისობის“ გალა-კონცერტი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ – გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

2 ოქტომბერი, 20:00 საათი

ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო „თბილისობა“, სცენის დეკორაცია;

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიღება;

Leave a Reply