ნარგიზ ტაბატაძე

ქვემო ქართლის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე

უკვე რამდენი წელია ჩვენს ქვეყანაში სამართალი „პურს არ!!! ან ვერ!!! ჭამს“ . აი სწორედ ასეთი უსამართლო განაჩენი გამოიტანა რუსთავში მოსამართლე მაია შოშიაშვილმა პედაგოგ ქართლოს სამარგულიანის მიმართ!

სასამართლო პროცესი დასრულდა, განაჩენი გამოტანილია, მაგრამ რუსთავის მოსახლეობის დიდ ნაწილში ამ განაჩენმა ძალიან ბევრი კითხვა და სამართლიანი პროტესტი გამოიწვია!

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ყველა დროსა და თანამდებობაზე უსამართლობას ვებრძვი, სწორედ ამიტომ არ შემიძლია გავჩუმდე და მართლაც უდანაშაულო ადამიანი ციხეში 8 წლით გამოვკეტოთ.

ქართლოს სამარგულიანს კარგად ვიცნობ, უკეთილშობილესი ადამიანია, ალალ-მართალი, არავისთან რომ არაფერი შეეშლება და ახლა მასზე მოსწავლისადმი „არამეგობრული მობყრობის“ დაბრალება და მისი „გარყვნილ ქმედებაში“ დადანაშაულება-სრული უსამართლობაა!!! ადამიანი, რომელსაც 18 წლიანი პედაგოგიური სტაჟი აქვს და მისი ნამოწაფრები მუდამ დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებენ, ადამიანი, რომელიც მუდამ თავის თანაქალაქელებზე ზრუნავდა და რუსთავზეა უზომოდ შეყვარებული 8 წელი ციხეში გაამწესეს მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ მოსწავლეს და უფრო მის მშობელს მოეჩვენა, რომ მასწავლებელი „არამეგობრულად შეეხო!“

საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ მასწავლებელს, მოსწავლესა თუ მშობელს არ ეხება-უფრო გლობალური პრობლემაა! როცა ქვეყანაში არ არის კანონი ცილისწამების შესახებ, როცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანს ჩირქი მოცხოს, დააბრალოს ნებისმიერი რამ, გამოგონილი თუ მოჩვენებული სიმართლედ გაასაღოს და შემდეგ თუნდაც ბოდიში მოიხადოს და არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, ეს უკვე დანაშაულია! ხომ გახსოვთ „ენით დაკოდილი“… დიახ, სიტყვითაც შეიძლება მოკლა ადამიანი და ქართლისი დღეს სწორედ სიტყვით მოკლულია! უფრო დაცხრილული, რადგან მშობელთან და მოსწავლესთან ერთად მას ტყვია მოსამართლემაც ესროლა!

წინა მთავრობის დროს მუდამ ვაპროტესტებდი არასამართლიან გადაწყვეტილებას, ამიტომ არც ახლა ვაპირებ გაჩუმებას! და მითუმეტეს ახლა, როცა ახალი მთავრობა სწორედ წინამორბედის გადაცდომებზე მოვიდა ხელისუფლებაში და პირობა დადო, რომ სამართალი იზეიმებდა ქვეყანაში! ხოდა ახლა, სად არის ეს სამართალი? ურმითაც აღარ დადის!

10 წელი მე თავად ვიყავი პედაგოგი, ძალიან კარგად ვიცი მოსწავლისა და მასწავლებლის დამოკიდებულება, მაგრამ დღეს პედაგოგის უფლებები დაკნინებულია! დღეს სხვა მიდგომები წამოვიდა წინა პლანზე, დღეს ყველა ამბობს, რომ პედაგოგი დაუფასებელია! ამბობენ ხმამაღლა და სწორედ ამიტომ ძალიან მიკვირს დღეს რუსთაველი პედაგოგების დუმილი! რატომ გგონიათ, რომ ხვალ უსამართლობის აქლემი თქვენს კართან არ დაიჩოქებს? რატომ გგონიათ, რომ ხვალ თქვენ არ შეგეხებათ მოსამართლის ჩაქუჩი არასამართლიანად? დღეს ჩუმად ხართ-ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია, ზოგს სხვადასხვა არასამთავრობოს „თავდასხმის“, მაგრამ რატომ გავიწყდებათ, რომ ხე მხოლოდ ერთი მხრიდან არ იჭრება?

მოსამართლე რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა ვერ ვხვდები, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, სწორედ მთელი რუსთავი უნდა ყოფილიყო საქმეში ჩართული! რატომ არ მოიწვია მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულები? ასე ერთიხელისმოსმით განაჩენის გამოტანა წინა წლების მოსამართლეების ხელწერაა და ახაც უდიდესი პრობლემა!!! სისტემა ისევ კლავს!!!!

რატომ არავინ იფიქრა თავად იმ მოსწავლეზე, რომელიც დღეს მე-6 კლასშია და შეიძლება საერთოდ არც კი იცის რას ნიშნავს „არამეგობრული შეხება“ და წლების მერე, როცა უკვე თავად გააანალიზებს ყველაფერს და მიხვდება როგორ გაწირა საკუთარი მასწავლებელი, რა ფსიქოლოგიური ტრამვა ექნება??? რატომ არავინ ფიქრობს სხვა მოსწავლეებზე, რომელთა თვალწინ უსამართლობა ზეიმობს? მომავალ თაობას ვანახებთ, რომ სიმართლესა და უსამართლობას შორის სასწორი მეორისკენ იხრება! ხოდა რატომღა გვიკვირს, რომ ქვეყანა წალეკა აგრესიამ და დაუსჯელობის სინდრომიც ასე გამეფდა!

სად არის ამ დროს განათლების სამინისტრო? მასწავლებელთა პროფკავშირი? ნუთუ ამდენი წლის მერეც ყველაფერი ფორმალურია და მხოლოდ ქაღალდზე არსებობს? სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები? სახალხო დამცველი? პასუხი ერთია-ქაღალდზე და გრანტების მიმღებ უწყისებში-„ქაღალდი ყველაფერს ითმენს! არ წითლდება!“ მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხალი ადამიანები ვართ! ხვალ ხომ ისევ ყველასთვის გათენდება და დღეს რომ ასე ჩუმად ვიქნევბით, ხვალ, გათენებულზე ჩვენს შვილებს თვალებში როგორ უნდა ჩავხედოთ???

ყველაზე დიდი ბრალეულობა მაინც მოსამართლესი მგონია, როცა არ გყავს პირდაპირი მოწმე, როცა მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობი და ეს მოწმე ბავშვებიც ხელიდან გეცლებიან, რადგან პოლიციაში მიცემულ ჩვენებას უარყოფენ, რატომ უღალატე თემიდას? რატომ გააჩინა შენმა გადაწყვეტილებამ ამდენი კითხვა და ბევრი მოქალაქის პროტესტი? მეც და ძალიან ბევრი რუსთაველიც მუდამ ვიტყვით, რომ მოსამართლემ დავალება მიიღო და ვიღაცის დირექტივები მონურად შეასრულა! არადა გვინდა სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი ქვეყანა!!!

სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ემოციას ვერ ვთოკავ! არ შემიძლია ასე გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ვუყურო როგორ ზეიმობს უსამართლობა!

რუსთაველებო! ჩვენი ქალაქი ხომ განსხვავებულია! ჩვენი ქალაქი ხომ მუდამ შეკრული და მეგობრული იყო! გამოდით! არა მხოლოდ ქართლოსისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის, რომ ხვალ თქვენ არ იყოთ უკანონობის მსხვერპლნი! თქვით ხმამაღლა რასაც ფიქრობთ-თორემ ხვალ რომ თქვენი შვილები და შვილიშვილები გკითხავენ-სად იყავით, სამართალს რომ კლავდნენო-შეგრცხვებათ!

რუსთაველო პედაგოგებო! ყველაზე მეტად თქვენ შეგიძლიათ უდანაშაულო ადამიანი იხსნათ, თქვენ გევალებათ კიდეც მომავალ თაობას აჩვენოთ თავისუფლების მაგალითი-თქვით ის, რასაც ერთმანეთში ჩუმად საუბრობთ! ხმამაღლა დააფიქსირეთ თქვენი თავისუფალი სათქმელი!

ჩვენს ქალაქში უსამართლობამ არ უნდა იზეიმოს! რუსთავში სიმართლე არ უნდა ჩაცხრილონ!

 

ქართლოს სამარგულიანის საქმის დეტალები ვრცლად იხ.

https://www.facebook.com/russo75/posts/pfbid02L43KFiqjvgSLWUTQqcopy3NiNQiErLGk1WeUMpiKedHsojrjeC9ufr9ECLCEpe5ul

 

Leave a Reply