ნარგიზ ტაბატაძე

ქვემო ქართლის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე

 

შეაჩერე ძალადობა!-ამ ლოზუნგს ვკითხულობთ ყველგან, ეს სიტყვები გვესმის აღშფოთებული ხმით და დაყენებული სახეებით, მაგრამ სიტყვა სხვაა და საქმე – სამწუხაროდ სხვა!

რამდენიმე დღის წინ ვწერდი ქართლოს სამარგულიანზე, აი ეს რუსთაველი მასწავლებელია სწორედ ლაკმუსი სიტყვასა და საქმეს შორის!

განა გვაქვს უფლება უდანაშაულო ადამიანი ციხეში 8 წლით გამოვკეტოთ?!.

მიკვირს ჩემი თანაქალაქელების, პროტესტი არ გასცდა სოციალურ ქსელს!!!! რას ან ვის ველოდებით?

ვხედავ გაბრაზებული ადამიანების სტატუსებს, ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს-რატომ არ ვცდებით სოციალურ ქსელს! სად ხართ, პედაგოგებო??? სად ხართ მშობლებო, ყოფილო მოსწავლეებო??? ქართლოსმა ხომ არაერთი თაობა აღუზარდა ქვეყანას, ჩუმად რომ საუბრობთ ერთმანეთში და გმობთ უსამართლობას, საქმე სად არის?

8 წლის შემდეგ ამ ადამიანს თვალებში როგორ ჩავხედავთ? მოსამართლეს არ შერცხვება! ის დღეს უკვე ყრუა-არ ესმის რუსთაველების სამართლიანი პროტესტი! არ ესმის ადამიანების ნათქვამი – ქართლოს მასწავლებელი კეთილშობილი, პატიოსანი ადამიანიაო! მოსამართლეს არ უნდა დაინახოს იმ მოსწავლეების სახე-რომლებიც ემოციით ნმეტყველებენ, არ უნდა დაინახოს შეშინებული, უკვე გაყინული თვალები, რადგან სწორედ მან, ამ თაობის წინაშე მოკლა სამართალი! მოსამართლე ცდილობს თავი გადაირჩინოს! მაგრამ სამართალი მასთან მაინც მივა, შეიძლებს ურმით, ძალიან ნელა, მაგრამ მაინც მივა! მე ისიც მჯერა, რომ ქართლოსის სამართალიც ოდესმე იზეიმებს, მაგრამ აი ამ წლებს რა ვუყოთ! ჩვენს თავებს რა ვუყოთ? ასე გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ როგორ გავა ეს უსამართლო 8 წელი???

ჩემო რუსთაველებო! ჩემო ამაყო და შეუპოვარო ადამიანებო! სიმართლის დანახვა და ართქმაც დიდი დანაშაულია! მე ამ ტვირთით ვერ ვიცხოვრებ! დავდგეთ ერთად! ვაგვიანებთ! ბარაბას ძახილი კიდევ ერთხელ გადასწონის!!!!!

Leave a Reply