მაკა ტოხიშვილი

სიხარულით მინდა გაგიზიაროთ, რომ შერჩეული ვარ ბარაკ ობამას Obama Foundation 35 ევროპელ ლიდერს შორის.
როგორც ,,ობამას ლიდერი” შევუერთდი მსოფლიო გლობალური ლიდერების ქსელს და წარმოვადგენ ჩვენს საქართველოს, ადგილობრივი და გლობალური ცვლილებების შესატანად.
ძალიან, ძალიან მინდოდა, რომ ჩვენი პატარა ქვეყნის ხმა მოესმინათ მსოფლიოში გავლენიან და ცვლილებისშემქმნელ ლიდერებს და უზომოდ მიხარია, რომ გამოვიდა ✊✊
წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, ბარაკ და მიშელ ობამებისგან წერილს მიიღებ და გექნება პატივი, შეხვდე ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს, მისივე ლიდერის სტატუსითო, ალბათ, სიზმარშიც კი ვერ დავიჯერებდი.
ეს დღე დადგა!
რაც მთავარია, ვაპირებ, ჩვენს ახალგაზრდებს უამრავი შესაძლებლობის კარი გავუხსნა. ამაზე
ცოტა მოგვიანებით.
ახლა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ანა დოლიძე / Anna Dolidze-ს, რომელმაც ამ ფონდის და შესაძლებლობების შესახებ შემატყობინა ჯერ კიდევ ჩემი საქართველოში ყოფნის დროს, პროგრესის ცენტრი – Center for Progress-ის გუნდს, რომელმაც ლიდერული უნარების გამოვლენის საშუალება მომცა და ჩემს მეგობარს რუხაძე და პარტნიორები, რომელიც ძალიან დამეხმარა ამ ხნის განმავლობაში.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს გულნარა ტვილდიანი-ს, რომელმაც ფასდაუდებელი შრომა გასწია ჩემი ბავშვობიდან პროფესიული თუ პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში.
და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ახლადშექმნილ ოჯახს უდიდესი თანადგომისა და ხელშეწყობისთვის.
,,ქვემო ქედში” დაწყებული ისტორია ახლა ჩიკაგოში გრძელდება. 😊
დიდი მოგზაურობა იწყება!

Leave a Reply