ლექსო გოგოხია

-ისევ აფხაზეთი და აფხაზეთში მცხოვრები ქართველები!

მოკლედ ,ამ მთავრობას აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, რომ ფეხებზე ჰკიდია კარგად ვიცით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უსაქმური მთავრობის წევრებიც ხომ ვიცით, მარად მწვანე დევნილების სისხლის მწოველი დეპუტატებიც ხომ ვიცით, აფხაზეთში რომ არაფერი უკეთებიათ და 30 წელიწადი დევნილების ხარჯზე იცხოვრეს კიდევ არაფერი.ახლა კი,ეს რა არის იმას გეტყვით.
აი ეს, რაღაც ქაღალდის ნაგლეჯი, რაზეც ტელეფონის ნომერს ხედავთ, აფხაზეთში მიმავალმა ნებისმიერმა ადამიანმა ვისაც რაიმე ნივთი ან გარკვეული რაოდენობის საკვები,ან თუნდაც საბურავი გადააქვს უნდა დაუკავშირდენენ მითითებულ ნომერს ,,WhatsApp” -ზე და ის პირი სანამ ამ მესიჯს ნახავს ან არ ნახავს ელოდება ხალხი.ხშირ შემთხვევაში, უარით ისტუმრებს .მაგალითად გავიგე ასეთი ისტორიაც:
კაცს მიჰქონდა გაცვეთილი საბურავები ცხენის ეტლისთვის და ამ ვიღაც შეუგნებელმა პირმა მოსთხოვა ეს საბურავი დაეტოვებინა წასულიყო სოფელში ცხენი შეება ეტლზე სელფი გადაეღო და ფოტო ჩაეგდო, რომ დარწმუნებულიყო რისთვის უნდოდა.
კიდევ ვიღაცას 20 კილო ყველი მიჰქონდა და 5 კგ მეტი გადატანის უფლება არ მისცეს.ასეთი ისტორიებით ულევია იქაური ყოველდღიურობა.
ახლა რა ხდება, ეს არ არის ოფიციალური საზღვარი, არც საბაჟოა,არამედ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლია, რომელიც დროებით ოკუპირებულია. შესაბამისად ,ენგურს აქეთ და ენგურს იქით საქართველოა და რის საფუძველზე უკრძალავთ ამ ხალხს რაიმე ნივთის ან პროდუქტის გადატანას?!
ლარსზე რუსული ტრაილერების კილომეტრიანი რიგები დგას და გალელს მიადექით ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირადი მოხმარებისთვის რომ გადააქვს პროდუქცია?!
სიტყვაზე ვაჭრობს ეს ადამიანი: ყველით, ან პომიდვრით,კიტრით,კარტოფილით, რას უზღუდავთ?! თქვენ პატრონობთ?! ფულს აძლევთ?! უზრუნველყოფილი გყავთ?! არაფერს აკეთებ მიტოვებული გყავს ეს ხალხი ბედის ანაბარად და კიდევ რამეს უკძალავთ?!
საერთოდ ტვინი გაქვთ?!
თქვენ თვითონ ყველაფრით ვაჭრობთ და ამ საწყალ ხალხს ყველაფერს უზღუდავთ.რით ვერ გაძეხით მილონების შოვნით, აი ის გაჭირვებული, რომ რამოდენიმე კილოს რომ შეიტანს კონკურენტი გგონიათ და ამიტომაც უკრძალავთ!
ზუსტად შესაფერისი,გაუნათლებელი, ფორმისთვის შეუსაბამო პოლიციელები გიყენიათ, რომელთაც არც ინტელექტი, ზრდილობა და ქართულის შეგრძნება არ გააჩნიათ.
იმის ნაცვლად აფხაზეთში მცოხვრებ ქართველებს ხელს ვუწყობდეთ, იქ ვამაგრებდეთ და გრძნობდნენ,რომ სახელმწიფო მათთანაა, თქვენ ყველაფერს აკეთებთ ეს ხალხი სამშობლოს მოსწყვიტოთ, გააუცხოვოთ,
გააღატაკოთ და დააბეჩაოთ!
მაგრამ ეს არ გამოგივათ! თქვენზე უფრო მაგრებიც მოგვინელებია აფხაზეთელებს და კონკრეტულად გალელებს! ვერ გაძეხით გალელების ჩაგვრით და თქვენი ქედმაღლობა აღარ დასრულდა!
მაგრამ აღარ იქნება ასე!
ამ ხალხს ყავს პატრონი!
მე ვპირდები ყველა გალელს და აფხაზეთელს, რომ ამ ვიგინდარებს შესაბამის პასუხს გავცემთ და ამ უსამართლობას ბოლოს მოვუღებთ!
ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, ვიყავით და კიდევაც ვიქნებით მტრების ჯინაზე!
ჩემი გულია გალი! ❤

Leave a Reply