ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დედამ არასრულწლოვანი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში, მუცლის არეში ტკივილის გამო მიიყვანა და აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე თვის ორსულია. საავადმყოფომ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.

 

Leave a Reply