საფრანგეთში პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის ახალგაზრდის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად დაწყებული საპროტესტო აქციები უკვე მესამე ღამეა გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 421 ადამიანია დაკავებული. ხელისუფლებამ სიტუაციის გასაკონტროლებლად 40 000 სამართალდამცავი განალაგა.

პოლიციელი, რომელმაც სამშაბათს დილით17 წლის ნაჰელს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან დაღუპულის ოჯახს, მომხდარის გამო, ბოდიში მოუხადა.

Leave a Reply