სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა.

კანონპროექტი უმრავლესობის წევრებმა: –ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითიძემ, დავით მათკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა მოამზადეს.

ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; არაერთგზის, ჯგუფურად – გამოიწვევს დაჯარიმებას თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Leave a Reply