ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბოლო პერიოდში “ქართული
ოცნება” აცნობიერებს რა, გარდაუვალ მარცხს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ხვდება, რომ რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერასოდეს გაიმარჯვებს, სწორედ ამიტომ გადასულია ძალადობასა და დაშინებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ქუჩაში მათი წარმომადგენლების, კრიმინალური დაჯგუფებების, საშუალებით.
ამ ფონზე კატეგორიულად დაუშვებელია და უდიდესი უპასუხისმგებლობაა, ბოლო პერიოდში მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტის მხრიდან განხორციელებული, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შეუსაბამო და პარტიის დასუსტებისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, რაც უპირველესად გამოიხატა მოქმედი მენეჯმენტისგან პარტიის მებრძოლი და ერთგული ადამიანებისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობაში და მათი პარტიიდან გარიყვის მცდელობით.
სამწუხარო რეალობაა, რომ პარტიის მენეჯმენტის ასეთმა, ჩვენი აზრით, არასწორმა მიდგომამ პარტია გახლიჩა.
ამავე დროს, თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ დღეს არსებულ მძიმე მოცემულობას, და უდიდესი გულისტკივილით აღვნიშნავთ პარტიის მენეჯმენტის მხრიდან, იმ ადამიანების იგნორირებას, რომლებმაც წლების მანძილზე საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასადაც კი, შევინარჩუნეთ, გავაძლიერეთ და დღემდე მოვიტანეთ პარტია, რაც „ქართული ოცნების“ დამარცხების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
აქვე ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, საქართველოს ყველა პატრიოტთან ერთად, კვლავაც აქტიურად გავაგრძელოთ ბრძოლა და გადამწყვეტი წვლილი შევიტანოთ რუსული რეჟიმის შესაცვლელად.
1. დავით კახაძე;
2. დავით ნებიერიძე;
3. რომეო ფარულავა;
4. გელა (გრიგოლ) გვილავა;
5. მამუკა გუგეშაშვილი;
6. თეიმურაზ ნემსიწვერიძე;
7. გიორგი ჯაბუა;
8. ბესიკ გაზდელიანი;
9. თენგიზ გიორგაძე;
10. გოჩა კოკაია;
11. გოჩა გუგუციძე;
12. ზვიად კუპრავა;
13. დავით ლაგვილავა;
14. გიორგი ონიანი.

Leave a Reply