მარიამ მერაბიშვილი

იცით რა არის იხრალი?

💍იხრალი ვაჟსა და ქალს ერთმანეთი,რომ მოეწონებოდათ,თავიანთ გულის ნადებს მშობლებს გაანდობდნენ ან კიდევ მშობლები წყვეტდნენ თავიანთი შვილების ბედს და მათ არაფერს ეკითხებოდნენ.მშობლები ქალისა და ვაჟის თანხმობის შემთხვევაში დებენ პირობას მომავალი ნიშნობისა და ქორწილის შესახებ,ეს კი ხდებოდა “იხრალზე” ვაჟის მხარე ქალის ოჯახში ხელის მთხოვნელს (ახლო ნათესავს)გააგზავნიდა. უარის შემთხვევაში ხელის მთხოვნელი უკან წამოვიდოდა სუფრის გაშლის გარეშე და თუ ქალის ოჯახი თანახმა იყო დანათესავებაზე, სუფრა გაიშლებოდა,სასიძოს მოიყვანდნენ და გათენებამდე ილხენდნენ,ქალის ხელის მთხოვნელს თან ჰქონდა წამოღებული ნიშანი-ბეჭედი(რგოლი) დილით ახლო-მახლო ხმა გავრცელდებოდა ქალზე და ვაჟზე “გაამართლესო” ან კიდევ “იხრალიი გაამართლესო” ე.ი საჩუმათო საქმე ახლა აღარ არის დასაფარავი და ამ ამბავმა “იხრიალა”-გახმაურდა!

Leave a Reply