გიგი კუბლაშვილი

“დიპლომატთა კლუბი”

-ომი უკრაიანში

როგორც ჩანს, პუტინმა და მისმა რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, კონფლიქტის ზონის გაფართოების შესახებ, მას დასაკარგი არაფერი აქვს. მან კარგად შეისწავლა დასავლეთში გადაწყვეტილების მიღების სისტემა, მან კარგად იცის, რომ დასავლეთი მოქმედებს ნელა და ძირითადად რეაგირების რეჟიმშია, ამას აქვს გარკვეული საფუძველი, თუმცა ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული მოქმედებები ძალიან აზარალებს, პირველ რიგში გმირულად მებრძოლ უკრაინას და ზოგადად დასავლეთსაც, ესეთი რეალობაა და ამ გლობალურ პრობლემაზე ბევრი ითქმევა ამ ომის დასრულების შემდგომ, ახლა ამის დრო არ არის.
აქვე უნდა ითქვას, რომ რუსული იმპერია საუკუნეების მანძილზე მოქმედებდა შემდეგნაირად: თუ იმპერიის განაპირა რეგიონებში იქმნებოდა პრობლემა, იმპერია არ ცდილობდა იქვე ჩაეკლა ეს კრიზისი, ესეთ ვითარებაში იმპერია ცდილობდა საზღვარი გადაეწია შემდეგ ტერიტორიაზე, ასეთი მოქმედებით მრავალი პრობლემა იკარგებოდა და ეხშობოდა რუსული ხიშტის სისხლში, ადამიანური ფაქტორი არაფერს ნიშნავდა და არც ახლა ნიშნავს.
მოკლედ პრიგოჟინი და მისი ვაგნერი, როგორც ჩანს ეცდება დიდი პროვოკაციის მოწყობას – დასავლეთის მიმართულებით, როგორც ჩანს პოლონეთი და ლიტვა, ამ სცენარის რელისტური მონახაზები ლუკაშენკომაც დაადასტურა, პუტინთან საუბრისას, ღია ეთერში, ცხადია რომ ამ სცენარით, პუტინი ეცდება ხელი დაიბანოს და პასუხისმგებლობა მოიხსნას ამ ვითარებაზე, მისი აზრით წაუგებელი თამაშია, თუ ეს მოხდა და ვაგნერმა წაიწია დასავლეთისკენ და მოაწყო წარმატებული რეიდი, ის ამ ფაქტორს გამოიყენებს, თუ ვაგნერი განადგურებულ იქნა, ხელებს დაიბანს და თავის ტკივილს მოიშორებს, ცხადია ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური შეფასება დასავლეთის მხრიდან იყოს ცალსახა, ,,ამ პროვოკაციის უკან დგას კრემლი და სრული პასუხისმგებლობა არის მის კისრზე” დარწმუნებული ვარ, რომ თუ გეგმა ამოქმედდა ეს მოხდება საკმაოდ სწრაფად, ზაფხული რუსული პროვოკაციებისათვის იდეალური დროა.
მიუხედავად არაერთგვაროვანი მგომარეობისა უკრაინის ფრონტზე, იმედი მაქვს უკრაინელები მოახერხებენ უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში რუსული პოზიციების გარღვევას. ამაზე იქნება დამოკიდებული დასავლეთის პერსპექტივებიც.

Leave a Reply