მარიამ მერაბიშვილი

წიგნის “სამყაროს სამკაულების” მე-7გამოცემ,ა სადაც წარმოდგენილნი არიან ქალბტონები, რომელთა ღვაწლიც უდიდესია სამშობლოს წინაშე.  ამ უძვირფასესი წიგნის ავტორი ნინო რეხვიაშვილი გახლავთ.

ქალბატონმა ნინომ ჩვენთან საუბრისას გვიამბო თუ რატომ ჰქვია წიგნს “სამყაროს მარგალიტები”და ვის ეძღვნება იგი:

-ყველა ქალი მშვენიერია, ყველა ქალი განსაკუთრებულია,ჩვენ ხომ მარგალიტები ვართ და სამყაროს სამკაულნი?!სწორედ ეს წიგნი არის იმ ძლიერი ნიჭიერი და მშვენიერი ქალების დამსახურება ,ვფიქრობ,უფრო მეტ მოტივაციას მისცემს ბევრ ქალს რომ შევძლოთ და ვიბრწყინოთ.

საღამო შესანიშნავად იყო გაფორმებული მუსიკალურად. აქ მოუსმენდით როგორც საოპერო

(გამოიწერეთ არხი) 

ასევე ხალხურ სიმღერებს. შემსრულებლები ყველა ნინო რეხვიაშვილის მეგობრები და მისი ნიჭის დამფასებლები იყვნენ.

(გამოიწერეთ არხი) 

საღამოს ალამაზებდა ვიოლინოს ჯადოსნური ჰანგები.

ასევე წიგნის წარგენისას ქალბატონმა ნინომ წარადგინ კიდევ ერთი წიგნი “ნინოს სამზარეულო”რომლის ავტორიც გახლავთ თავად,ქართული კერძების რეცეპტების კრებული.

-ხშირად მეკითხებიდნენ ესა თუ ის კერძი როგორ დავამზადე..ამიტომ წიგნად გამოვეცი – გვითხრა “კულინარმა”

საღამოს დასრულების შემდეგ კი ,სტუმრებმა დააგემოვნეს ქ.ნინოს მიერ დამზადებული ქართული კერძები.

Leave a Reply