სკოლა-გიმნაზია პირველში სასწავლი წელი დაიწყო.

ბევრი ახალი მოსწავლე ჰყავთ, ბევრი სიახლეც დაინერგა. ახალი კლასელები გაიცნეს გიმნაზიელებმა და უკვე გამონახეს კიდეც საერთო ენა, ესეც სკოლის დამსახურებაა, რადგან პედაგოგები მუდმივად ასწავლიან თავიანთ მოსწავლეებს ადამიანურ ურთიერთობებს.

პედაგოგები და ბავშვები დიდი სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს.

ულამაზესი გარემო დახვდათ მეორეკლასელებს. ახალ პედაგოგთან, მარიამ მასწავლებელთან ფოტოებიც გადაიღეს.

ყველანი გაზრდილები, გარუჯულები და შეცვლილები დაუბრუნდნენ გიმნაზიის მშობლიურ კედლებს.

სკოლა-გიმნაზია პირველი ახალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს მოსწავლეებს – კონფერენციები, ღონისძიებები, საღამოები, ინტელექტუალური თამაშები და კიდევ უამრავი ღონისძიება წელსაც გააოცებს მშობლებსაც და სტუმრებსაც.

Leave a Reply