ბლოგი

მარიამ ჯომიდავა

“ბულინგი სკოლის მოსწავლეებში”

-ბულინგი ეს არის აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. „ბულინგი“ სოციალური მოვლენაა, რომელიც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა.„ბულინგი“ აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც.

ფონდ “მომავლის გზის”ბავშვებს სწორედ ბულინგზე ვესაუბრეთ და მათგან მოვისმინეთ ისტორიები იმის შესახებ, თუ რამდენჯერ გამხდარან ჩაგვრის მსხვერპლი და რამდენჯერ შესწრებიან სხვების ბულინგსაც.

ერთ-ერთი მოსწავლის თქმით ის კლასელმა იმის გამო დაჩაგრა რომ მას ახალი ფეხსაცმელი არ ეცვა.უმრავლესობის აზრით ბულინგი არასწორი საქციელია და ისინი თვლიან რომ ადამიანებს არ უნდა დავცინოთ იმის გამო რომ ისინი ჩვენგან განსხვავებულები არიან.ბავშვებს ვკითხეთ ისიც თუ რას ფიქრობენ სკოლის ფორმებთან დაკავშირებით უნდა იყოს თუ არა სავალდებულო? მოსწავლეების მსჯელობა იყო განსხვავებული და ამასთანავე საინტერესო.მოსწვლეების ერთი ნაწილი ეთანხმება და თვლის რომ თუ ყველა მოსწავლეს ერთი ფორმა ეცმევა ამით აღმოიფხვრება ბულინგის პრობლემა რომლის მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ჩაცმულობაა.სკოლის ფორმის ტარებით,ბავშვს არ მოუწევს იმაზე ფიქრი რომ მას დასცინებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო,რომ მის მშობლებს ეკონომიურად უჭირთ და ვერ ყიდულობენ მისთვის ახალ ტანსაცმელს.

ბავშვების მეორე ნაწილი თვლის რომ არჩევანის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს და ყველამ ის უნდა ჩაიცვას რაც სურს. როგორც ზემოთ აღვნიშნე ბულინგის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსწავლის ჩაცმულობაა.თუ მოსწავლეების ერთ ნაწილს დავუჯერებთ დიახ, ბულინგის აღმოფხვრა,მისი პრევენცია სწორედ სკოლებში ფორმების შემოტანით არის შესაძლებელი მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეების მეორე ნაწილი რომლებიც თვლიან რომ არჩევანის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს.ფონდის ბავშვებს მოეწონათ იმ თემებზე საუბარი რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება,მათ დაიტოვეს ეს იმედი რომ კიდევ ექნებათ შესაძლებლობა დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ბულინგი რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენს დავიწყებას მიეცემა მის ადგილს კი სიყვარული და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ჩაანაცვლებს.

Leave a Reply