კამპანიის ”შენი მოედანის” ფარგლებში, მომერანდუმი გაფორმდა

მემორანდუმიის  მიზანია,პორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.შეთანხმებას  ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს.მათ განაცხადეს,რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას.გარდა ამისა  განხორციელდება არსებული სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და კომპლექსური ექსპლუატაცია; სპორტულ აქტივობებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ფენების მაქსიმალური ჩართვა; ეზოებსა და უბნებში სხვადასხვა ფორმატის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმირება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ვოლონტიორული მოძრაობის და ტერიტორიული პრინციპით სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზება.აღნიშნული აქტივობები მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კამპანიაში ჩართული კომპანიების ფინანსური რესურსით განხორციელდება,და მოსახლეობისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი

Leave a Reply