ოჯახი 2 მცირეწლოვანი ბავშვით საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება!

ემზარ ქვალიანი

ვეტერანი

ეს სახლი არის სადაც ჩემი შვილი ცხოვრობს ოჯახთან ერთად ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ეს სურათი არის 2 – სექტემბერს კახეთში მოსული სეტყვის შედეგი, სახლი სადაც საცხოვრებლად არანაირი პირობები არარსებობს.
დღემდე თავს ვიკავებდი განცხადების თუ კომენტარებისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი რომელსაც ამ ხელისუფალის უსუსურ ადგილობრივ წარმამადგენლობას დღემდე პასუხი არააქვს დახმარებასთან დაკავშირებით, მეტიც ჩვენ არ გვეხებაო, და უკაცრავად ხელისუფალნო არჩევნები რომ მოგადგებათ ხელისუფლებაში გახანგრძლივებისთვის მაშინ ხომ გეხებათ, უბრალოდ აქ აღარ გავაგრძელებ ბევრი რამის დაწერას, მოვა დრო როცა ჩემს სათქმელს საქმით გეტყვით, ქვეყნის ბიუჯეტის ძარცვა ხომ გეხებათ კარგად,
მივმართავ ტელევიზიებს ჩადით და ადგილზე გააშუქეთ ყველაფერი ვფიქრობ კიდევ უარესად მძიმე სურათი დაგხვდებათ ადგილზე.
თელავის რაიონი სოფელი ლალისყური.
ემზარ ქვარიანი ტელეკომპანია ახალს დაუკავშირდა და გვითხრა, რომ 2 სექტემბრის შემდეგ ეს ოჯახი სასტუმროში ცხოვრობს მთავრობის დაპირების შესრულების მოლოდინში. ისიც მოგვიყვა, რომ ადგილობრივმა გამგებელმა იმ მოსახლის სახლი გადაახურინა, რომელიც საქართველოშიი არ ცხოვრობს და 2 მცირეწლოვანი ბავშვით დედა ისევ სასტუმროშია და მთავრობის დაპირების ასრულების მოლოდინშია!

Leave a Reply