ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით :
25 თებერვლიდან:
- 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება;
- სამთო კურორტებზე კი სასტუმროები გაიხსნება.
1-ლი მარტიდან:
- მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
- განახლდება კონფერენციები და ტრენინგები;
- მუშაობას აღადგენენ საჯარო და კერძო ბაღები;
- ბათუმში რესტორნებს შიდა სივრცეში შეეძლებათ მიიღონ სტუმრები, დანარჩენ საქართველოში ეს შეზღუდვა 8 მარტს მოიხსნება;
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენასა და გამოცდების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარებას შეძლებენ.
8 მარტიდან:
- მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნები შიდა სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ;
- არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, როგორც სავაჭრო მოლებში ისე ბაზრობებში.
15 მარტიდან:
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშს დაიწყებენ;
- გახსნება სპორტული დარბაზები;
- განახლდება სასკოლო წრეები;
- უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში აღდგება.
1-ლი აპრილიდან:
- თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს საქართველოში შემოსვლა უარყოფითი PCR ტესტით შეეძლებათ კიდევ 6 სახელმწიფო დაემატა.
შემსუბუქება ამჯერადაც არ შეეხო კომენდანტის საათს და გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ისევ ძალაში რჩება.