პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების აქტივისტები საკანონდებლო ორგანოს შესასვლელთან დღესაც შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ფორმით არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავენ და აქციებს უკვე პერმანენტული ხასიათი ექნებათ.

აქციაზე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამისათვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს.

ხმაური იყო აქციის მსვლელობის დროს. აქტივისტებს ადგილზე სტიკერების გაკვრაც სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

Leave a Reply