11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულ მამას 4 წელი მიუსაჯეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 წლის მოზარდის მამა ზესტაფონი რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას ბრალი ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის წარუდგინეს. “გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა-ს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგვისტოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply