გიგი უგულავას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. გიგი უგულავას გაღიზიანება ბრალდების მხარის მხრიდან ამინისტიის შეთავაზებამ გამოიწვია.

მან მოსამართლეს სიტყვით მიმართა

“საერთოდ ოცნებას დაჩემდა ამნისტიის ჩადება. გააფუჭებენ საქმეს, დაგაბრალებენ შენ და მერე გთავაზობენ ამნისტიას. რასაც 20 ივნისზე აკეთებდნენ, რაც მელიას და ოქრუაშვილის წინააღმდეგ გააკეთეს, დაახლოებით იგივეა აქაც. ამნისტია იქნებოდა ერთი, გამოძიების ვერსიის აღიარება, რომ გავაშელიშვილი თურმე ჩემგან არის დაზარალებული, რაც არის სრული აბსურდი და ბოდვა.

ობიექტურად გეტვით, ეს არის ჩვეულებრივი ზონდერი, 16 ნოემბერს აქციას არბევდა მერე მე დამესხა თავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ მართლა საცემია ეს კაცი, უბრალოდ ვერ ვცემდი მე” – განაცხადა გიგი უგულავამ

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 3 ივნისს, ძიუდოისტის ცემის საქმეს განიხილავდა. თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ევროპის ჩემპიონ – საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან.

Leave a Reply