ქეთი მიქაძე

„ძალა ერთობაშია“-ჩვენ ეს კიდევ ერთხელ ვნახეთ და ძალიან, ძალიან მინდა თქვენც ირწმუნოთ, ირწმუნოთ და გავერთიანდეთ, რადგან უფრო მეტი ძალა გვქონდეს.

დღეს უჭირს თითქმის ყველას, მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება, თანადგომა და სითბო საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ. ახლა არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რა ვნახეთ, რა განვიცადეთ, რა მოვისმინეთ, რადგან უკვე ათასჯერ მოგიყევით, დღეს მინდა ის დიდი სიხარული გაგიზიაროთ, რაც ჩვენშია.

როცა საზღვრისპირა სოფლები მოვიარეთ, ვნახეთ, რომ ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, აუცილებელია მუდმივმოქმედი პროექტები, გამუდმებული ყურადღება, თორემ ერთი კილო მაკარონი, ან ზეთი, ფქვილი და შაქარი დიდი ვერაფერი შეღავათია მათთვის…ამაზეც ალბათ უფრო ცალკე…ახლა კი აი, რა მინდა მოგიყვეთ…

მერეთში რომ ვიყავით, ვნახეთ ერთი ოჯახი, რომელიც სამკედლიან სახლში ცხოვრობდა.

15151319_1293013624083668_929397645_n 12345

14797338_1257106251007739_304556218_n  14799006_1257106627674368_2134872849_n

დიახ, აქამდე მათ სახლს სამი კედელი და ნახევარი სახურავი ჰქონდა. თავად მერეთელებმა გვითხრეს, რომ თუ დახმარება შეგვეძლო, პირველ რიგში სწორედ გორგისელების ოჯახს დავხმარებოდით.

ჩვენ მარტო უძლურები ვიყავით ასეთი დახმარების გასაწევად…

თემო მინდორაშვილი ის ახალგაზრდა ბიჭია, საზღვრისპირა სოფლებში უკვე თავისიანად რომ მიაჩნიათ და მის გამოჩენას იმედით ელიან, იქ უკვე ყველამ იცის, რომ თუკი თემო რამეს დაჰპირდება, აუცილებლად აასრულებს, ასე იყო ახლაც, რა არ გააკეთა, ვინ არ შეაწუხა, რა არ გამონახა, მერე მეგობრებიც გვერდით დაუდგნენ და უკვე გუნდი გახდა…

ყველაზე მეტად მაინც სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველების იმედი გვქონდა, რადგან შარშანაც სწორედ აფრიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის ქველმოქმედი მეუღლე ნინო ლეჟავა დაგვიდგა გვერდით, მერე იქ მცხოვრები ქართველებიც აიყოლია და დასახმარებლად თანხა შემოგვაშველეს. ასე მოხდა წელსაც. ამიტომ დიდი მადლობა ბექა დვალს, ნინო ლეჟავას, სალომე გურგენიძეს, მარია იაშვილს, ირინა ჩაჩანიძეს, გიგა ჩხაიძეს და მის მეუღლეს, თამუნა ბუცხრიკიძეს.

თბილისში კი აქციაში მონაწილეობა მიიღეს მიშო ყეინოშვილმა, გიორგი  ხუციშვილმა,  ბექა ქარჩაიძემ,

გიორგი ჯამაკაშვილმა, მერაბ ალადაშვილმა და თამარ წოწორიამ.

მერეთში კი როგორც სოფლების მოვლისას, ისე აქციის დაწყებიდან დღემდე თემოს გვერდიდან არ მოსცილებიან მარინა კობალაძე და ილია ლაფაჩი, ეს ის ადამიანიბი არიან, ყველა ოჯახის ჭირი და ლხინი რომ იციან და შეძლებისდაგვარად ყოველთვის გვერდით უდგანან.

თანხა შეგროვდა, საშენი მასალა შეძენილია და კედლის მშენებლობაც დაიწყო.

15128522_1293014800750217_1938605275_n 15128618_1293014807416883_1888413128_n 15135473_1293014777416886_1646070820_n 15139226_1293014814083549_1591410734_n

თემო დღეს მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ ეწვია მერეთს, რომ თავისი თვალით ენახა ყველაფერი და მშენებლობაშიც დახმარებოდნენ ახალგაზრდები დაქირავებულ ბრიგადას.

15135565_1293015007416863_943073327_n  15151490_1293014824083548_582762002_n 15174405_1293015044083526_1809340282_n14628132_1257106634341034_1912273828_n

თემოს ნამდვილად აქვს სათქმელი და მეც ძალიან მინდა მას თქვენც მოუსმინოთ:

თემო მინდორაშვილი:

15151147_1293014134083617_2107680646_n

დიდი ხანია ამ მხარესთან კონტაქტი გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს. ეს სოფელი მდებარეობს ცხინვალთან არც თუ ისე შორს და ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ყველაზე ღრმად არის ოკუპირებულ სივრცეში შეჭრილი. აქაურ ხალხს აქვს უამრავი პრობლემა, აქედან უმეტესი მაინც სოციალური გაჭირვება და სიდუხჭირეა, თუმცა მათი პრობლემა მხოლოდ ამ კუთხით არ გადის. კიდევ და კიდევ ჩასვლის შემდეგ ვრწმუნდები, რომ აქ არაჩვეულებრივი და უბრალო ხალხი ცხოვრობს. გაჭირვებას არ ეპუებიან, არც იმ პირობებს, რაც მათ დაუწესეს და ამუშავებენ იქაურ ნაკვეთებს რამდენადაც შეუძლიათ. მიუხედავად ყველაფრისა შეიძლება ვაშლი კილო 10 თეთრადაც ჩააბარონ. თუმცა არც ესაა უმთავრესი პრობლემა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ხალხი უყურადღებობას განიცდის.  ეს ის კერძო შემთხვევაა, სადაც ხელისუფლებას ერთი წუთითაც არ მინდა შევეხო, რადგან ჩვენთვის არავის დაუშლია იქ ჩასვლა ანდა უბრალოდ მოკითხვა. მათთვის აუცილებელია და სასიცოცხლოა ურთიერთობის გაცვლა…  ეს ჩვენი ტერიტორიაა!!! ეს ჩვენი ხალხია!!! მიხედვა სჭირდება ამ ყველაფერს. საკუთარი პიარის გამო საქველმოქმედოდ გადადგმულ ნაბიჯებს არ ვგულისხმობ. არც ახლადწამოწვერილ ნაციონალური იდეებით შეპყრობილ ახალგაზრდებს, რომლებიც მხოლოდ პროტესტის გამოხატვით ან სახლიდან, ანდაც ქალაქიდან გაუსვლელად იმარჯვებენ სამშობლოს მტერზე, რომელსაც ზედმეტ სახელად უსაქმურობა და სამშობლოსთვის, ხალხისთვის გამოუსადეგრობა ჰქვია. არც იმ იდეებს, რომლებიც ლუდზე და კორპუსში სარდაფში ქეიფის დროს მოდის. ეს ხალხი ითხოვს ურთიერთობის გაცვლას, ყურადღებას…სიყვარულს. ვფიქრობ არ სჭირდება ამას ბიუჯეტი, არ სჭირდება დაფინანსება, გრანტი…

ყველაზე დიდი ძალა ჩვენ ვართ ახალგაზრდები სტუდენტები საქართვლოს მომავალი რომლებსაც უბრალოდ შეგვიძლია ავდგეთ ავიბარგოთ ჩვენი ყველაფრით ჩავიდეთ და ეს ხალხი უბრალოდ მოვიკითხოთ…”

როგორ შეიძლება ამ ემოციამ სხვებამდე არ მიაღწიოს, როგორ შეიძლება  კიდევ არ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ხალხთან ჩავლენ და თუნდაც მოკითხვით გაახარებენ, მერწმუნეთ, ერთხელ რომ ჩახვალთ, ამ ადამიანებს ახლოს გაიცნობთ, ამ ბავშვებს თვალებში ჩახედავთ, ვერასდროს დაივიწყებთ და კიდევ მოგინდებათ ნახოთ და თუნდაც ის ფერადი წიგნი, ბურთი ან ველოსიპედი ჩაუტანოთ, ასე რომ ოცნებობენ…

10891480_848251211893247_6446702477535337293_n 15128726_1293013607417003_207791645_n

მიხარია, იცით რა მიხარია?

მიხარია, რომ არსებობენ თემო, გიორგი, ბექა, ანა….

მიხარია, რომ საქართველოდან შორს ისევ ქართველებზე ფიქრობენ და ზრუნავენ ნინო, სალომე, მარია, გიგა…

მიხარია, რომ მოხუცი ბაბუა ამ ზამთარს თბილად გაატარებს, ბებიას იმისი დარდი არ ექნება-„დილით გაყინული არ დახვდეთ შვილებს ჩემი ბერიკაციო…“

4567 14800979_1257106581007706_496517457_n

მიხარია და იმედი მაქვს, რომ ხვალ უკვე სხვა ოჯახს სხვა ადამიანები დაეხმარებიან…

ჩვენ უკვე ბევრჯერ ვნახეთ და ვიწამეთ ერთობის ძალა, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, რომ

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!

Leave a Reply

Your email address will not be published.