საქართველოში კორონავირუსზე ტესტირებით დადებითი პასუხის მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ პარამეტრის საშუალო მაჩვენებელმა 32-33%-დან 28%-მდე დაიწია.

„სულ ქვეყანაში 24 საათში ჩატარებულია 19 636 ტესტირება. აქედან ანტიგენის ტესტი არის 11 718 და 7 918 PCR-იდადებითობის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 10,7% და ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვაქვს დადებითობის მაჩვენებლის ცოტა კლების ტენდენცია. მოგეხსენებათ, გვქონდა 32-33%, გვაქვს ახლა 28, 9%“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

Leave a Reply